ახალი ამბები
სხვა სიახლეები

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ფშავში, სოფელ კანატიასთან ხიდი ჩაინგრა და მანქანა მდინარეში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “ჩაინგრა ჩვენი ხიდი. მანქანა ჩავარდა. კაცი გადარჩა. რა ვთქვა? – დღეს იქ წასვლას ვაპირებდით. არ წავედით. ჩვენი მანქანა უფრო მძიმეა. ვერ გადავრჩებოდით. გთხოვთ გაავცელეთ! იმედიც არ მაქვს რომ ეს უშნოები რამეს გააკეთებენ. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყოფილო მერო მაცაცო, გახსოვს განცხადების დაწერას მთხოვდი? დავწერ, ერთხელაც დავწერ და მოვითხოვ მთელი ხარჯების მიზნობრიობის შემოწმებას. თვალთმაქცია ხარ. პასუხს აგებ” – ამის შესახებ მოქალაქე სოციალუ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ქეთი ჩხაიძემ „დუეტ ლეონს“ უჩივლა. როგორც მომღერალი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ხსენებული ბენდის სიმღერები მისი საკუთრებაა. ტექსტის ავტორი სწორედ ის არის. „დუეტ ლეონს ვუჩივლე…სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ვდებ 3 წლის წინანდელ ვიდეოს, რომ გაიგოთ ლეონის თაღლითობა…ბევრი გადაზიარება მჭირდება. მე ვიყავი ბენდის წარმატებისთვის მომგებიანი, რადგან სიმღერებს ვწერდი, რომელიც თითქმის ყველა გაჰიტდა. შემდეგ შემომთავაზა ბენდში სიმღერა. არ მქონდა ამ დროს უფლება დამატ მემუშავა. ჩემი დაწერილი სიმღე თავის გვერდზე „დუეტი ლეონი“ ატვირთა. თანხაზე რომ ჩამოვაგდე საუბარი მითხრა, საქართველოში „იუთუბი“ არ მუშაობსო“, – წერს ქეთი ჩხაიძე.

ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა. „გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს…“ – ამბობს გოგა მანია. გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება. „ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, – აცხადებს გოგა მანია.

მოსკოვში 53 წლის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის, დარია წერეთლის, მკვლელობის საქმეზე 40 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. ელენას დანაწევრებული ცხედარი ბინაში, დარიასი კი ბრალდებულის ავტოფარეხში აღმოაჩინეს. გოგიაშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გოგიაშვილი დაკავების შემდეგ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. გამოძიების ცნობით, მან სამართალდამცველებს მკვლელობების გარემოებები და დანაშაულის კვალის დაფარვის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც დაკავებული ელენა წერეთლის მკვლელობის ეპიზოდზე საუბრობს.„სიკვდილი დადგა მყისიერად… თავში მოვარტყი, რის შემდეგაც ხელში ავიყვანე, აბაზანაში გავიყვანე და იქ დავაწვინე“,- ამბობს გოგიაშვილი ვიდეოში.5 ოქტომბერს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა როგორც წერეთლების ბინაში, ასევე ავტოფარეხში, სადაც დარია წერეთლის ცხედარი იპოვეს.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობების შემდეგ გოგიაშვილი შენობებში სისხლის კვალის მოშორებასა და დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა. ელენა წერეთლის ბინაში, რომელიც წინასწარ იყო დასუფთავებული, სისხლის კვალი მხოლოდ სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აღმოაჩინეს.ბინაში აივანზე ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე პარკები და რამდენიმე დანა იპოვეს. გამოძიების ვერსიით, დანებით შესაძლოა ქალის ცხედრის დანაწევრება მომხდარიყო.სამართალდამცველებმა ჩხრეკა გოგიაშვილის კუთვნილ უძრავ ქონებაშიც ჩაატარეს. ავტოფარეხში, სადაც 19 წლის დარიას ცხედარი აღმოაჩინეს, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ხელყუმბარები იპოვეს.როგორ მიაგნეს სავარაუდო მკვლელსგამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილის კვალზე სამართალდამცველები ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით გავიდნენ.მამაკაცი ვორონეჟში დააკავეს. დაკავების დროს მასთან ერთად 40 წლის ქალი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა ქალს რაიმე კავშირი მკვლელობებთან.გოგიაშვილი 4 ოქტომბერს ვორონეჟიდან მოსკოვში გადაიყვანეს.საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 ოქტომბერს მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს.ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოდიოდა, რამაც მისი ოჯახის წევრებისა და ნაცნობების შეშფოთება გამოიწვია.გამოძიების ვერსიით, დარია წერეთელი გოგიაშვილმა მანამდე მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგიაშვილი ახალგაზრდა ქალს ფიტნესდარბაზიდან წამოიყვანა და გზად, თითქოს ნივთების წამოსაღებად, ავტოფარეხში შეიყვანა. სწორედ იქ აღმოაჩინეს მოგვიანებით მისი ცხედარი.სხვადასხვა წყაროს ცნობით, გოგიაშვილსა და ელენა წერეთელს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ და მამაკაცი ქალთან ერთად ცხოვრობდა იმავე ბინაში, სადაც ელენა მოკლეს. უცნობია, ცხოვრობდა თუ არა მათთან ერთად დარია წერეთელიც.გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ორმაგ მკვლელობას შესაძლოა ფინანსური მოტივი ჰქონოდა, თუმცა აღნიშნული ვერსია ამ ეტაპზე საბოლოოდ დადასტურებული არ არის.რა ბრალი აქვს წარდგენილი გოგიაშვილსთეიმურაზ გოგიაშვილს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი.105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ პუნქტები ითვალისწინებს ორი ან მეტი პირის მკვლელობას, მათ შორის ანგარებითი მოტივით ჩადენილ დანაშაულს.მას ასევე ედავებიან 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს — ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვას.სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თეიმურაზ გოგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის წინასწარ პატიმრობაში 2026 წლის 3 დეკემბრამდე დარჩება.საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე გოგიაშვილი დანაშაულს სრულად არ აღიარებს და გამოძიებას მისი შესაძლო თანამზრახველებისა და მკვლელობის მოტივის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია.

მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე ბინაში, 53 წლის ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია, რის გამოც მისმა დამ ინერვიულა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. მაშველებმა ბინის კარი გააღეს და აივანზე პარკებში მოთავსებული ქალის ცხედრის ნაწილები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის გარემოებების დადგენა და შესაძლო დამნაშავის ძებნა დაიწყეს. ელენა წერეთელი რესტორატორ და ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე გახლდათ. მათ საერთო ქალიშვილი, 19 წლის დარია ჰყავდათ. რუსული მედიის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლეები რამდენიმე ბიზნესპროექტშიც ერთად მონაწილეობდნენ და ხშირად მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ. გამოძიება ელენას პარტნიორ მამაკაცზე გავიდა, ის 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილია. რუსული მედიის ცნობით, ის ქართველი ბიზნესმენია და რუსეთში ბინადრობის უფლება აქვს. მას წარსულში ნასამართლობა არ ჰქონია და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში არ მიუციათ.

ნაძალადევში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებულები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს. “თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო, თვის ბოლოს დაგეგმილი ივენთიც გაუქმდა, თარიღების არევის მიზეზით. რა დამთხვევაა,” – წერს მომღერალი.

“გურამ დადიანიძის “ფეისბუქიდან” აღდგენილ მონაცემებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები შევნიშნეთ!” – ინფორმაცია ანონიმურ ფეისბუქ-გვერდზე – “ნასვამი ჩოჩორი” ვრცელდება.

1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).








