ახალი ამბები

აქამდე სპეციალურად არ გავაკეთე კომენტარი. “საწყალი ბიჭი გამოიყენა” რას ამბობს გოგა მანია გურამ დადიანიძეზე?

არსებობს ადამიანი, ვინც გაუჩინარების შემდეგ გურამ დადიანიძე ნახა… – რას ამბობს და ვისზე მიუთითებს გაუჩინარებული ბიჭის დედა?
სხვა სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: „27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა". შემთხვევა ავჭალის ხიდთან გუშინ საღამოს მოხდა, ამ წუთებში კი ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას დაველოდებით. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მარიამი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. დეიდას უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და მალე მოვიდოდა. არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო. ან უბედური შემთხვევაა ან დანაშაული, მე თვითმკვლელობას ვერ განვიხილავ. მარიამი სახლიდან ვისთან ერთად გავიდა არ ვიცი, ამასაც გამოძიება დაადგენს. ის 17 წლის იყო. თუკი დადგინდა, რომ თვითმკვლელობაა, თვითმკვლელობამდე მიყვანის საკითხზე ვისთან უნდა გვქონდეს კითხვები ვიცით - კითხვები გვექნება მისი შეყვარებულის მიმართ. თუ დადგინდება, რომ ეს თვითმკვლელობამდე მიყვანაა და ეს თვითმკვლელობა იყო, ერთადერთი კითხვები არის მისი შეყვარებულის მიმართ, რომელთან დაშორებასაც ცდილობდა მარიამი და ის ბიჭი თავს არ ანებებდა, ეს იყო ფაქტი. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მარიამი ფსიქოლოგიური ან სხვა სახის სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი, დაახლოებით, ალბათ. გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ და ყველაფერს დაადგენს გამოძიება", - განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

38 წლის ელინა შენგუნი, ორი შვილის დედა, ანტალიის აეროპორტის ავტოსადგომზე ყოფილმა პოლიციელმა მოკლა. თურქული მედიის ინფორმაციით, 51 წლის ჰუსეინ დურმაზი ქალს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემუქრებოდა. მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ის ელინას სახლში მივიდა, თუმცა ქალი იქ ვერ იპოვა. მეორე დღეს კი სამუშაო ადგილზე - ანტალიის აეროპორტში მიაკითხა.შემთხვევა 21 აგვისტოს, ანტალიის აეროპორტის მეორე ტერმინალის ავტოსადგომზე მოხდა. თურქული მედიის ცნობით, ჰუსეინ დურმაზი და 38 წლის ელინა შენგუნი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იყვნენ. ელინა ანტალიის აეროპორტში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა და ორი შვილის დედა იყო. თურქული მედია მას ქართული წარმოშობის ქალად მოიხსენიებს, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო. განაგრძეთ კითხვა

ამ წუთებში, ავჭალაში, სადაც 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცნობისთვის, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის გოგო გუშინ, საღამოს გადავარდა. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, “იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა”.

ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მისი ნათესავი გოგონა დაიღუპა: „მარი ჩემი რძლის, ანას დაა! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო… გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ. გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო“. დაღუპული გოგონა მარი ლომიშვილია.

ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა. „გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს…“ – ამბობს გოგა მანია. გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება. „ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, – აცხადებს გოგა მანია.

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიები უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს 2026 წელს მოხდა. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემები იძლევა.სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს და დღეს, 3 აგვისტოს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ექვსი კვარტალის (2025 წლის 4 კვარტალი და 2026 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% 6,2%-ია, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (სექტემბერი 2025 წელი – აგვისტო 2026 წელი) საშუალო ინფლაცია, დიდი ვარაუდით, იქნება მინიმუმ 5,0 %.მაშასადამე, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5,5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით ანუ 20 ლარით გაიზრდება), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარი.აქედან გამომდინარე, 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 390 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია კი 555 ლარი.ცხადია, ხელისუფლებას, შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია პენსიები უფრო მეტადაც გაზარდოს.შეგახსენებთ, რომ საქართველოში 900 ათასამდე პენსიონერია, თითოეული მაღგანის პენსიის 5 ლარით გაზრდისთვის წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონ ლარამდე თანხაა საჭირო, 10 ლარით გაზრდისთვის – 100 მილიონ ლარამდე და ა.შ.წყარო: აიპრესი

ოჯახი 2013 წელს დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს ეძებს. ამის შესახებ გოგონას დედა ხათუნა დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს: “დარეჯანი 17 წლის იყო რომ დაიკარგა. პროკურატურამ საქმე გააყალბა და თაროზე შემოდო, დღემდე დაკარგულია დარეჯანიც. სამართალდამცავებმა კი ოჯახის გაჩუმება სცადეს, დღემდე არაა ნაპოვნი დარეჯანი !!! დარეჯან დიასამიძე 2013 წლის აგვისტოში დაიკარგა. ბიძის სახლიდან შინ წავიდა, მაგრამ გზაში გოგონა გაქრა”, – წერს ხათუნა დიასამიძე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა გარდაცვლილები ნაირა, დალი და ლოლიტა როგავები არიან. გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებულ ინფორმაციით, მათი დაღუპვა საკვებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია, თუმცა ექსპერტიზა კვლევებს აწარმოებს და ზუსტი მიზეზი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ადგილობრივები “ტვ პირველთან” მომხდარზე საუბრობენ.

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში იპოვეს. ოჯახმა განცხადება გუშინ გაავრცელა. როგორც ფეისბუქ გვერდმა “ბათუმი / Batumi“ გაავრცელა, 22 წლის ახალგაზრდა ზღვაში, გადაცვლილი იპოვეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ არის ცნობილი.



