ამას არავინ ელოდა – სოფო ნიჟარაძის განცხადება გიული ალასანიაზე

საზოგაოდება1-11-2026, 16:43

მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი: პირდაპირი ტრანსლაცია LIVE

სპორტი24-10-2026, 22:42

მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

მიზეზი რის გამოც შორენა ბეგაშვილი ქმარს დაშორდა

26-09-2026, 11:45

ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

30-09-2026, 18:20

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა რამდენიმეწლიანი დუმილი დაარღვიეს - რა თქვეს ლაშა შერმადინმა და გიორგი მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში?

16-09-2026, 15:56

“ამდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ ვრცელდება დაუჯერებელი ვიდეო ჩანაწერი.

13-09-2026, 18:33

ახალი ამბები

ამას არავინ ელოდა – სოფო ნიჟარაძის განცხადება გიული ალასანიაზე

საზოგაოდება1-11-2026, 16:43

მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი: პირდაპირი ტრანსლაცია LIVE

სპორტი24-10-2026, 22:42

მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – რას წერს მისი მეუღლე და რა გახდა ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი?

საზოგაოდება13-10-2026, 13:37

სხვა სიახლეები

თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს

თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილია 30 წლის დაურ ბუავა. პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. გვიან ღამემდე დიღომში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო. რა გახდა ახალგაზრდა ბლოგერის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს

საზოგაოდება 28-08-2026, 12:01
,,ჩემი ნაბოლარაც აღარ მყავს…” – მასწავლებელს, ნინო გელდიაშვილს მეორე ვაჟიც გარდაეცვალა

,,ჩემი ნაბოლარას პანაშვიდები (იოსებ გელდიაშვილი – ჯოზიკო): 27 და 28 აგვისტო (ხუთშაბათი, პარასკევი). გამოსვენების ადგილი ზუსტდება. პანაშვიდები იქნება შემდეგ მისამართზე დიღომი, საავადმყოფოებთან: ნოდარ ბოხუას ქუჩა 10 (ნავიგაციას უნდა მიუთითოთ 4/6 ან 11, 10 ჯერ ჩაბარებული არაა – საკმაოდ მაღალი მომრგვალებული შენობა უნი New Vision-ის პირდაპირ. ბლოკი ა, სად. 2, მე-3 სართული (სართულის კოდი 8822), ბინა 74 – კოროდორის ბოლოს ხელ-მარცხნივ მუქი რკინის კარები. ამ ფოტოებში, როგორც მითხრეს, მე მესაუბრება”, – წერს მასწავლებელი ნინო გელდიაშვილი.

საზოგაოდება 27-08-2026, 16:49
უმძიმესი ავარია - არის მსხვერპლი, 4 დაშავებული მოზარდი კი კლინიკაში გადაიყვანეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, ერთ-ერთი კი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. როგორც კლინიკა მედალფაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ამ დროისათვის ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმედ ფასდება. “ერთი გარდაიცვალა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, ოთხი მოზარდი კი კლინიკაში რჩება, საშუალო სიმძიმით ფასდება”,- განაცხადეს კლინიკა მედალფაში ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

საზოგაოდება 27-08-2026, 15:35
შორენა ბეგაშვილის შეურაწყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმეს. ბეგაშვილოს კომენტარი

“რამდენი წელი მაბულინგეთ ახლა ჩემი დროა”,- ეხმაურება შორენა ბეგაშვილი მისი შეურაცხყოფის გამო მოქალაქის დაჯარიმებას.დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც შორენა ბეგაშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა

საზოგაოდება 27-08-2026, 12:25
წვიმიან ამინდს ძლიერი ქარიც დაემატება – როდემდე შენარჩუნდება ცუდი ამინდი?

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: „27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგაოდება 27-08-2026, 00:20
ერთადერთი კითხვები არის მისი შეყვარებულის მიმართ... - რას ამბობს ავჭალაში დაღუპული 17 წლის გოგოს ოჯახის ადვოკატი?

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა". შემთხვევა ავჭალის ხიდთან გუშინ საღამოს მოხდა, ამ წუთებში კი ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას დაველოდებით. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მარიამი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. დეიდას უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და მალე მოვიდოდა. არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო. ან უბედური შემთხვევაა ან დანაშაული, მე თვითმკვლელობას ვერ განვიხილავ. მარიამი სახლიდან ვისთან ერთად გავიდა არ ვიცი, ამასაც გამოძიება დაადგენს. ის 17 წლის იყო. თუკი დადგინდა, რომ თვითმკვლელობაა, თვითმკვლელობამდე მიყვანის საკითხზე ვისთან უნდა გვქონდეს კითხვები ვიცით - კითხვები გვექნება მისი შეყვარებულის მიმართ. თუ დადგინდება, რომ ეს თვითმკვლელობამდე მიყვანაა და ეს თვითმკვლელობა იყო, ერთადერთი კითხვები არის მისი შეყვარებულის მიმართ, რომელთან დაშორებასაც ცდილობდა მარიამი და ის ბიჭი თავს არ ანებებდა, ეს იყო ფაქტი. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მარიამი ფსიქოლოგიური ან სხვა სახის სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი, დაახლოებით, ალბათ. გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ და ყველაფერს დაადგენს გამოძიება", - განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

საზოგაოდება 26-08-2026, 22:37
სასტიკი მკვლელობის დეტალები - ყოფილმა პოლიციელმა 38 წლის ქალი, 2 შვილის დედა მოკლა

38 წლის ელი­ნა შენ­გუ­ნი, ორი შვი­ლის დედა, ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტის ავ­ტო­სად­გომ­ზე ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა მოკ­ლა. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 51 წლის ჰუ­სე­ინ დურ­მა­ზი ქალს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ემუქ­რე­ბო­და. მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი დღით ადრე ის ელი­ნას სახ­ლში მი­ვი­და, თუმ­ცა ქალი იქ ვერ იპო­ვა. მე­ო­რე დღეს კი სა­მუ­შაო ად­გილ­ზე - ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტში მი­ა­კი­თხა.შემ­თხვე­ვა 21 აგ­ვის­ტოს, ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტის მე­ო­რე ტერ­მი­ნა­ლის ავ­ტო­სად­გომ­ზე მოხ­და. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ჰუ­სე­ინ დურ­მა­ზი და 38 წლის ელი­ნა შენ­გუ­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ. ელი­ნა ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტში გა­ყიდ­ვე­ბის კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და და ორი შვი­ლის დედა იყო. თურ­ქუ­ლი მე­დია მას ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ქა­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა წერს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. განაგრძეთ კითხვა

მსოფლიო 26-08-2026, 20:18
კადრები ავჭალიდან, სადაც 17 წლის გოგო დაიღუპა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?

ამ წუთებში, ავჭალაში, სადაც 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცნობისთვის, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის გოგო გუშინ, საღამოს გადავარდა. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, “იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა”.

საზოგაოდება 26-08-2026, 18:11
25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული გოგონა, სავარაუდოდ სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მისი ნათესავი გოგონა დაიღუპა: „მარი ჩემი რძლის, ანას დაა! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო… გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ. გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო“. დაღუპული გოგონა მარი ლომიშვილია.

საზოგაოდება 26-08-2026, 11:15
ამდენი ხნის შემდეგ გოგა მანია გურამ დადიანიძის შესახებ დუმილს არღვევს.

ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა. „გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს…“ – ამბობს გოგა მანია. გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება. „ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, – აცხადებს გოგა მანია.

საზოგაოდება 25-08-2026, 17:57