ამას არავინ ელოდა – სოფო ნიჟარაძის განცხადება გიული ალასანიაზე

საზოგაოდება1-11-2026, 16:43

მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი: პირდაპირი ტრანსლაცია LIVE

სპორტი24-10-2026, 22:42

მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

მიზეზი რის გამოც შორენა ბეგაშვილი ქმარს დაშორდა

26-09-2026, 11:45

ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

30-09-2026, 18:20

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა რამდენიმეწლიანი დუმილი დაარღვიეს - რა თქვეს ლაშა შერმადინმა და გიორგი მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში?

16-09-2026, 15:56

“ამდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ ვრცელდება დაუჯერებელი ვიდეო ჩანაწერი.

13-09-2026, 18:33

ახალი ამბები

ამას არავინ ელოდა – სოფო ნიჟარაძის განცხადება გიული ალასანიაზე

საზოგაოდება1-11-2026, 16:43

მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი: პირდაპირი ტრანსლაცია LIVE

სპორტი24-10-2026, 22:42

მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – რას წერს მისი მეუღლე და რა გახდა ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი?

საზოგაოდება13-10-2026, 13:37

სხვა სიახლეები

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი…“ — რას ჰყვებიან მეგობრები და სპორტსკოლა 14 წლის გოგონაზე, რომელსაც დღეს ემშვიდობებიან?

გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილ 14 წლის მარიამ წიკლაურს თანაგუნდელები ემშვიდობებიან. „გაგვიფრინდა ჩვენი პატარა ანგელოზი. აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან სიხარულით გაბრწყინებული თვალებით, რომელიც მოუთმენლად ელოდა ფრენბურთის ვარჯიშის დაწყებას. სიტყვებს ვერ ვპოულობთ ამ ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის გადმოსაცემად. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. სპორტსკოლისა და ფრენბურთელების სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში. ავტოსაგზაო შემთხვევა 5 სექტემბერს მოხდა. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. დაშავებული გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

საზოგაოდება 8-09-2026, 16:31
„გმირები ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ…“ – როგორ გადაარჩინეს ექიმებმა ქალი სიკვდილს. რას ჰყვება მოქალაქე?

“გმირები ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე და ფოტოს აქვეყნებს. მისივე ინფორმაციით, 20 წუთი ცდილობდა სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის მთელი შემადგენლობა პაციანტის გაჩერებული გულის ამუშავებას და მათ ეს შეძლეს. ქალი, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოულოდნელად ცუდად გახდა, სამედიცინო პერსონალის გადაუდებელი დახმარების შემდეგ გადარჩა. პაციენტი მკურნალობას ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

საზოგაოდება 8-09-2026, 12:40
გადაბრუნებული მიკროავტობუსი და დაშავებულები — სად მოხდა მძიმე შეჯახება?

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. 

საზოგაოდება 7-09-2026, 12:53
რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მარიამ ჩიქავა დღეს დაკრძალეს

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მარიამ ჩიქავა დღეს დაკრძალეს. როგორც ინფორმირებული წყარო ექსკლუზიურად გვიყვება სოფელ კოკის მოსაცდელში 4 ახალგაზრდა ზუგდიდისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდებოდა. „4 ახალგაზრდა იდგა იმ ავბედით დილით მოსაცდელთან. სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა ერთ მანქანას,რომელსაც წინა მხარეს მგზავრი ეჯდა,4 მგზავრიდან უკან ჩაისვა სამი და განაგრძეს გზა ზუგდიდისკენ. მოსაცდელში დარჩა ტრანსპორტის მომლოდინე 28 წლის მარიამი,რომელიც 4 წელია ზუგდიდში ამბოლში მუშაობდა კონსულტანტად. ამ დროს 10 წუთის ინტერვალში გაუჩერა მარიამს ნისან ჯიპის მარკის ავტომობილი ბაკურ გაბისონიამ. ავტოსაგზაო შემთხვევა კი რამდენიმე წუთში კახათის გზაზე მოხდა. მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა”,- გვიყვება წყარო. მარიამი მოსაზღვრე სოფლის ტაძრიდან გამოსვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ობოლ გოგოს მთელი სოფელი გამოემშვიდობა. მარიამის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის მისი მეზობელი ლევან თორია. „მარიამი ჩემი ახლობელი იყო.მართალია, ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვქონია და ასაკითაც ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ყოველთვის ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ისეთი ადამიანი იყო, რომლის ნახვაც გიხაროდა.მარიამი ობოლი გოგო იყო. ბებია-ბაბუამ გაზარდეს. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს მისთვის, მაგრამ დამეთანხმებით მშობლის დედ-მამის ზურგის ქონა მაინც სულ სხვა რამეა.თითქოს არ ეტყობოდა. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა, არ შეემჩნია. მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, მის თვალებში მაინც შეამჩნევდი სევდის პატარა კვალს. იმ სევდას, რომელიც ალბათ არასდროს გამქრალა. მშობლები ხომ სულ პატარას, ექვსი წლისას დაეღუპა.და ახლა 29 წლის მარიამიც აღარ გვყავს.არ მქონია მასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორსაც ახლა ვისურვებდი. მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა. ძალიან დიდ პატივს ვცემდი. და ალბათ ახლა ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. რომ უფრო ხშირად არ მოვიკითხე, უფრო ხშირად არ ვუთხარი, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო.მარიამი ჩემი სოფლის პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყო.იმ ქუჩის, რომელსაც ამდენი უბედურება აქვს ნანახი. და ახლა ეს პატარა სინათლეც ჩაქრა.დღეს მის ნეშთს სამუდამო განსასვენებელს მივაბარებთ. და ვიცი, რომ ჩვენი ქუჩა უკვე აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.ძალიან რთულია ამის მიღება.ძალიან დიდი უსამართლობაა, ასეთი ადამიანები ასე ადრე რომ მიდიან ამ ქვეყნიდან.და რატომ, ღმერთო?რატომ უნდა მიდიოდეს ასეთი ადამიანი, როცა ვიღაც ნაძირალებს ამქვეყნად კიდევ აქვთ არსებობის უფლება?ამ კითხვას საკუთარ თავს ათი წლის ასაკიდან ვუსვამ – მას შემდეგ, რაც მურო აღარ მყავს. მას შემდეგ მე და ჩემმა კუთხემ, საქართველომ უამრავი ახალგაზრდა, ანგელოზი ბავშვები დავკარგეთ და ამდენი წლის შემდეგაც, ამდენი ტრაგედიის შემდეგაც ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე, არამედ პირიქით, ყოველჯერზე მძაფრდება უსამართლობის გრძნობა და ამასთანავე ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში.ახლა კი ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რითი უნდა ვანუგეშო მარიამის ბებია?ქალი, რომელმაც ჯერ შვილი დაკარგა და ახლა შვილიშვილიც. გოგო, რომელიც ბავშვობიდან გაზარდა და რომელსაც ბოლო დღემდე ხელიხელჩაკიდებულს დაჰყვებოდა ყველგან.ახლა ვდგავარ, ვუყურებ და… ვერაფერს ვაკეთებ.ვერაფერს ვეუბნები.არადა ეს ყველაფერი თითქოს უკვე გავლილი მაქვს. ვიცი, როგორი ტკივილია ადამიანის დაკარგვა. უბრალოდ ადრე ბავშვი ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. მაშინ ბოლომდე არ მესმოდა, რას ნიშნავდა ადამიანის სამუდამოდ დაკარგვა.ახლა უკვე მესმის.და ალბათ ამიტომაც მტკივა მარიამის წასვლა ასე ძალიან.მარიამ, ძალიან მიყვარხარ.ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. ვნანობ იმ საუბრებს, რომლებიც არ გვქონია, იმ შეხვედრებს, რომლებიც აღარ გვექნება და იმ სიტყვებს, რომლებიც შეიძლება უფრო ხშირად უნდა მეთქვა.არ ვიცოდი, რომ ასე ცოტა დრო გვქონდა.შენ ჩემი პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყავი, მარი.ახლა კი ეს ქუჩა შენს გარეშე დარჩა.ღმერთმა ნათელში გამყოფოს, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.ძალიან მომენატრები.მშვიდობით, მარი.”,-წერს ლევან თორია სოციალურ ქსელში.

საზოგაოდება 6-09-2026, 20:13
„გონზე 2-3 წუთით მოვიდა და ერთადერთი წინადადება თქვა…“ — რას წერს გიგა ავალიანზე ეკა კუპატაძე?

26 წლის მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­რიგ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი აღარ არის ქე­თე­ვან ვარ­და­ნაშ­ვი­ლი. ის ასე­ვე ეხ­მი­ა­ნე­ბა ნია იმ­ნა­ძის და­კა­ვე­ბას. “სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება:—დედაჩემს დაურეკეთ! გიგა ავალიანმა იცოდა, ვინ იყო მისი დედა და რა ძლიერი იყო მათი დედაშვილობა! ჰოდა, მე ისევ აქა ვარ! გიგას გარდაცვალების წამიდან რატომ შემოვედი სოციალურ ქსელში საბრძოლველად, ვერ გაიგო მკვლელების ოჯახებმა და შვილების დაჭერის შემდეგ რიგრიგობით გამართეს სოც-ცირკაობა, მაგრამ გაიგო ხალხმა, რომელიც ჩემთვის საზოგადოებაა და მათთვის ბრბო! ჰოოო და, ჩვენ — ყველამ ერთად — ვაღიარეთ სამართლის და კანონის უზენაესობა.ვაღიარეთ და შევძელით კიდეც ეკა კუპატაძე იცავს გიგა ავალიანის ღირსებას! პროკურატურა იცავს გიგა ავალიანის ღირსებას და სახელმწიფოს ღირსებას! სასამართლომ უნდა დაიცვას სახელმწიფოს ღირსება და მომავალი თაობის უსაფრხოება! საზოგადოება მხარს გვიჭერს სამართალში, გვაკვირდება გამადიდებელი ლუპით და გვიმაგრებს ზურგს! გუშინ გავიდა ნია იმნაძის დაჭერიდან ერთი თვე. იმ “გულჩვილი” და “სამართლიანი” ხალხის აზრი მაინტერესებს ლ(ь)ეგიტიმური კითხვები რომ ჰქონდათ: ხომ არ გაგირკვევიათ, ახლა, როცა საქმის მასალები გადაეცათ, რატომ აღარ ჩხავის თამარ ნავროზაშვილი “ნიაკო” უდანაშაულოაო?ან სად გაქრა ის ცირკაჩი ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი?ან თუნდაც წერა-კითხვის უცოდინარი ბებო და ბიძა, ლეკიშვილი-პატიეშვილის დაწერილი ტექსტი რომ აგვიპოსტა? ნია იმნაძეს კლინიკაში რომ ხელი სტკიოდა, ვითომდა ბორკილების დადებით, როგორ არის მოიკითხეთ? ნია იმნაძის დაიკოს წინა კვირაში ფსიქოლოგიური პრანჭვები დაწყებია და ისიც მოიკითხეთ.(ჰო, აი ის, ტელეფონით მშვიდად რომ იღებდა “ნიაკოს” დაჭერას, დედის ისტერიკების და მამის მუქარების ფონზე, მეორე დღეს კი ტელეკამერების წინ იღერებდა ყელს.) მათ გასაგონად, ვინც ყველა ბრუნვაში და დროში ატრიალა:— პოლიციამ მტკიცებულებების გარეშე, სპეცოპერაციით დააპატიმრა არასრულწლოვანი ღამის 11 საათზეო, განვმარტავ:— პოლიცია მოსამართლის განჩინებით იმნაძის დასაჭერად მივიდა დაახლოებით 16:00 სთ-ზე. არ გაუღეს კარი ადვოკატ-ებ-ის გარეშე; პოლიცია მოთმინებით ელოდა ადვოკატებს დაახლოებით 6 საათი!(ადვოკატმა ლაივი ჩართო 22 სთ-მდე რამდენიმე წუთით ადრე, ანუ ღამის 10 საათზე და არა 11 საათზე, რაღაცები მაინც დაამთხვიეთ.) აი, ვარდისფერი ბრჭყვიალა ბორკილები მართლა არ ჰქონდათ და ბოდიში “ნიაკოს”. ბაბლმა რომ ძალიან არ ინერვიულოთ, ამასაც გეტყვით ბარემ: ნია იმნაძის დაჭერისას, როგორც კი ლეკიშვილმა ლაივი შეწყვიტა, თამარ ნავროზაშვილმაც ჩხავილი შეწყვიტა და წყნარ, მშვიდ გარემოში დააპატიმრეს “ნიაკო”. ისტერუილ კითხვაზე, თუ რატომ დაიჭირეს სახლში და არ დაიბარეს პოლიციაში, გიპასუხებთ: მას შემდეგ რაც საქმე გადაეცა მკვლელობის განყოფილებას და გამოძიება მიმდინარეობს გენერალური და ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, ნია იმნაძე იმდენჯერ დაიბარეს პოლიციაში, რომ სათვალავი მეც კი ამერია, მაგრამ არც ერთხელ არ მისულა.(ფსიქოლოგიური პრანჭვები ემართებაო — ლეკიშვილმა.) სასამართლოზეც კი იძულების წესით მიიყვანეს 7 მაისს და “გაიყვანეთ ცუდად არ გახდეს!”-ო — ერთხმად აწიოკდნენ გიორგი ლეკიშვილი და ნასყიდაშვილის ადვოკატები. ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი აღარ არის ქეთევან ვარდანაშვილი.ახალმა ადვოკატმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა.რასაც კანონი არ უზღუდავს, მაგრამ ეკა კუპატაძე შვილის მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. (რით ვეღარ გაიგეს!) არადა, გახსოვთ ალბათ, ანასტასია ბერუაშვილის ოჯახი იყო ერთადერთი, ვისაც მოვუწოდე გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, ვინაიდან მაშინ მეგონა, რომ ის უბრალოდ რიკაძის შიშით დუმდა. ბერუაშვილის ოჯახისგან მივიღე შეურაცხმყოფელი უკუკავშირი. მერაბ მალანიას ჰგონია მიმავიწყდა და აბრიალებს თვალებს:— ჩემი ვაჟკაცი თავს დამნაშავედ არ სცნობსო. არადა, მერაბ მალანიას ყველაზე მეტად უნდა, რომ მისი შვილი დამნაშავე იყოს, თანაც ამ მუხლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე გაბაშვილის და ნია იმნაძის მიერ ორგანიზებული და უფრო დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისთვის დასაჭერია მერაბ მალანია, მისი მეუღლე ვერიკო ქარჩავა და სხვანი. მერაბ მალანიავ, ალბათ არ დაგირეკეს, შენ აგონიაში ხარ და ვერ მიხვდებოდი, ჰოდა მე გეტყვი:— კვალში გიდგავარ(თ)! და კიდევ, მერაბ მალანიამ რომ მხრები აიჩეჩა, რის საფუძველზე ამბობს პროკურორი, გიორგი მალანიამ იცოდა გიგა ავალიანის გადაადგილების მარშრუტიო, მე გეტყვით: 1) გიორგი მალანიამ იცოდა, რომ გიგა ცხოვრობდა თემქაზე და სახლში მიდიოდა ფეხით! 2) გიგა მოკლეს იმ სკოლის წინ, რომელიც დაამთავრა მერაბ მალანიამ და მამამისი, როლანდ მალანია იყო ისტორიის მასწავლებელი! 3) ის უბანი ბრალდებული გიორგი მალანიასთვის მშობლიური უბანია! და ბოლოს ყველასთვის საინტერესო,კითხვა I: — ყველა დაიჭირეს?ჩემი პასუხი: — არასრულწლოვნები კი!კითხვა II: — გამოძიება გრძელდება? ჩემი პასუხი: — კი! კითხვა III: — რაღას იძიებენ? ჩემი პასუხი: — ოოოოოო!” – წერს ეკა კუპატაძე.

საზოგაოდება 6-09-2026, 16:46
„განწირული კივილი გავიგე…“ — სინამდვილეში რა მოხდა ბროწეულის ქუჩაზე? მეზობლის სკანდალური მონაყოლი

ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის, მისი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დაც­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო და უფრო რთულ­დე­ბა. დღე არ გავა მკვლე­ლო­ბის, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის, ავა­რი­ის და სხვა რამ და­ნა­შა­უ­ლის ამ­ბა­ვი არ გავ­რცელ­დეს. თბი­ლი­სი შეძ­რა ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე, ე.წ. დევ­ნი­ლე­ბის კორ­პუს­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა – სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-10 სარ­თუ­ლი­დან 27 წლის მა­მა­კა­ცის მიერ ნას­რო­ლი სკა­მი 11 წლის მო­ზარდს – ვატო ნარ­სა­ვი­ძეს და­ე­ცა, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. ის­მის კი­თხვა შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მომ­ხდა­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? – საქ­მე ისაა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია, ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, აგ­რე­სი­უ­ლო­ბით აქამ­დეც გა­მორ­ჩე­ო­და. ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­მა­ნი­ის მას­შტა­ბი მარ­თლაც უსა­ზღვრო ხდე­ბა – თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბებ­ში, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი რა ხერ­ხს აღარ იგო­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კუ­თარ მა­ხე­ში მო­საქ­ცე­ვად და მა­თამ­დე სა­წამ­ლა­ვის მი­სა­ტა­ნად. მას­შტა­ბუ­რი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე, ეს პრობ­ლე­მა ოდ­ნა­ვა­დაც კი ვერ შემ­ცირ­დე­ბა.

საზოგაოდება 6-09-2026, 10:53
მძიმე ავარია და მსხვერპლი თუშეთში — რა დეტალები ხდება ცნობილი ადგილზე მომხდარ ტრაგედიაზე?

თუ­შეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ღა­მით სო­ფელ ომა­ლო­ში, ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, სწრა­ფად მოძ­რა­ვი “ტო­ი­ო­ტას” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 5 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და რამ­დენ­ჯერ­მე ამობ­რუნ­და . შე­დე­გად, მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, 4 ახალ­გაზ­რდა კი და­შავ­და. ისი­ნი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მის თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. მათ მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი – ქვე­და კი­დუ­რე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვთ და უტარ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. “ეგ ად­გი­ლი, სა­დაც მოხ­და შემ­თხვე­ვა ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრთან არის, მან­ქა­ნა სწრა­ფად მო­დი­ო­და და მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, რა დრო­საც და­ახ­ლო­ე­ბით, გზი­დან 20 მეტ­რი გა­და­ვი­და და რამ­დენ­ჯერ­მე ამოტ­რი­ალ­და. მძღო­ლი გად­მო­ვარ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. და­ნარ­ჩე­ნი ოთხი ახალ­გაზ­რდა გა­დარ­ჩა. ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ცერ­თი არ იყო” – ამბობენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

საზოგაოდება 5-09-2026, 14:38
სად არ უნდა მიხვიდეთ და რა ადგილებს უნდა აარიდოთ თავი – გოგა მანიას მორიგი საგანგებო მიმართვა

ეზოთერიკოსი გოგა მანია საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი ხილვის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას რამდენიმე საფრთხის შესახებ აფრთხილებს. მისი თქმით, ქვეყანაში შესაძლოა მიწისძვრების რაოდენობამ მოიმატოს. მანია მოსახლეობას, განსაკუთრებით, მაღალმთიან ადგილებში, სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „რაც შეეხება საქართველოს, მოიმატებს მიწისძვრები. ხალხს ვურჩევ, მოერიდოს მაღალმთიან ადგილებს. იქნება ფრინველის ახალი ვირუსი, მოერიდეთ ასევე ცხოველებს“, – განაცხადა გოგა მანიამ.

საზოგაოდება 4-09-2026, 23:38
6 დაშავებული და სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე – სად მოხდა მძიმე ავარია?

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

საზოგაოდება 4-09-2026, 20:16
რატომ ამბობს ზურაბ იზორია, რომ დაურ ბუავა მის გამო ცოცხალი აღარ არის – მძიმე და ემოციური ვიდეომიმართვა

რატომ ამბობს ზურაბ იზორია, რომ დაურ ბუავა მის გამო ცოცხალი აღარ არის – მძიმე და ემოციური ვიდეომიმართვა

საზოგაოდება 4-09-2026, 16:01