უმძიმესი ავარია მოხდა, ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა – რამდენი ადამიანი დაშავდა და როგორია მათი მდგომარეობა?

საზოგაოდება 12-10-2026, 15:15 0 კომენტარი

ძამას ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. როგორც ქარელის საავადმყოფოში ,,ქართლის ამბებს” განუცხადეს, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ექვსი ადამიანი იყო დაშავებული, მათ შორის, 4 ბავშვი. ნაწილი გაეწერა, ორი ისევ აგრძელებს მკურნალობას.”- განაცხადეს საავადმყოფოში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე მოხდა. მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში ექსკურსიაზე კასპიდან იყვნენ. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჰყვება, ავტოსაგზაო შემთხვევა ბატეთის ტბის ასახვევთან, დაახლოებით 500 მეტრში მოხდა.

“ქართლის ამბები”

კომენტარები

reload, if the code cannot be seen