ახალი ამბები
სხვა სიახლეები

სოხუმიდან უმძიმესი ავარიის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ვრცელდება. კადრებში ჩანს, რომ მანქანების შეჯახების შედეგად, მგზავრი მანქანიდან გზაზე ვარდება. მედიაშ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ქალი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარია მიმდინარე წლის 25 სექტემბერს მოხდა. მომდარზე დაწყებულია გამოძიება.

გადაცემაში „ნოესთან“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ტრაგიკულად დაღუპულ დაზე საუბრობს. მისი თქმით, მის უფროს ქალიშვილს ანნას, მასთან მისტიკური კავშირი აქვს. „ანეტკაზე საუბარი, ზოგადად, არ მიყვარს, არ მიყვარს და ვერც ვსაუბრობ. რადგან ეს თემა ჩემთვის რთულია, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ენით აღუწერლად რთული. ის იყო ჩვენთან, სულ რაღაც, 10 წელი. მე და მას შორის ასაკობრივი სხვაობაც 10 წელი იყო. სახელსაც რომ დააკვირდე, დედამ ერთი ასო „ჯ“ მოაშორა და დარჩა ანეტა. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, თითქოს, ამასაც ჰქონდა რაღაც თავისი დანიშნულება. როდესაც ის ჩვენ ის უბედური შემთხვევის გამო დავკარგეთ, ის დარჩა ჩვენი ოჯახის მფარველ ანგელოზად, ჩემი პირადი მფარველი ანგელოზი იყო. ანგელოზი, რომელმაც იქიდან წამომიყვანა, როდესაც ურთულეს დაავადებას ვებრძოდი. მაგ პერიოდში, მესიზმრებოდა, ჩემი საუბრები მქონდა, ჩემი დაავადებაც 1 წლის თავზე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენ ეს დავამარცხეთ, მაგრამ იმ პერიოდში, თითქოს ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი, რომ თითქოს, მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მან თავის თავზე აიღო. მოდი, ისიც ვახსენოთ, თუ როგორი კავშირი აქვს ჩვენს უფროს შვილს, ანნას მასთან…“, – ამბობს ჯანეტ ქერდიყოშვილი. ნოე სულაბერიძის თქმით, ეს ამოუცნობი და მისტიკურია. „ანა ხშირად ამბობს ასეთ რამეს, რომ ხანდახან ანეტას ესაუბრება. არ ვიცი, იმ შთაბეჭდილებების ქვეშაა რომ ერთხელ ჯანეტმა ანეტას შესახებ მოუყვა დაწვრილებით და მას ეს შთაბეჭდილება დარჩა. მას ვერ ხედავს, მაგრამ რაღაცნაირად აღიქვამს და ესაუბრება. ეს განსაკუთრებულად ემოციურია. ვცდილობ ხოლმე ჩავეკითხო, რაღაცებს მეუბნება, მაგრამ თემა გადააქვს“, – ამბობს ნოე სულაბერიძე. ჯანეტ ქერდიყოშვილი: იმ დღეს, ჯერ ანნა ჩაჯდა მანქანაში, ერთ 5 წუთში მე და მეუბნება, აი, ჩვენ ახლა მოვრჩით ამოცნობანასო. უცებ ვერ მივხვდი, ვისზე საუბრობდა. რაღაცას მე ვიგონებდი და მერე ის მპასუხობდაო. არსებობს, მართლა არსებობს ის, რასაც ჩვენ ვერ ვხსნით.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი ავარია დიდი ტრაგედიით დასრულდა – მას 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ სამმა ადამიანმა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან გარდაცვლილი ბავშვის მამიდა, მამიდაშვილი და მამიდის დედამთილი. როგორც ირკვევა, მამიდას ძმისშვილი სახლში მიჰყავდა და ყველანი ერთად ფეხით გზაზე გადადიოდნენ, როცა მათ მიკროავტობუსი დაეჯახა. “ბავშვი იყო მამიდასთან ერთად. თვითონ მამიდა 5 თვის ორსულია, მამიდას და მამიდის დედამთილს ჰყავდათ თან ორი ბავშვი, სანი და მისი მამიდაშვილი. ყველანი ერთად გზაზე გადადიოდნენ, იმ გზაზე ზებრა არ არის და მათ მიკროავტობუსი დაეჯახა. ბავშვის მამიდას თავზე აქვს ტრავმა, ყველაზე მძიმედ არის მამიდის დედამთილი, მას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა და ამბობენ, რომ კიდევ დასჭირდება მეორე ოპერაციის ჩატარებაო”, – ამბობს ოჯახის ახლობელი “კვირის პალიტრასთან” საუბარში. ადგილობრივების თქმით, ტრაგედიის ადგილი და მიმდებარე ქუჩა ძალიან სახიფათოა და, თურმე, იქ ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. “სადაც ტრაგედია მოხდა, იქვე ახლოს ვცხოვრობ, ძალიან ცუდი ადგილია. ზოგადად მთლიანად ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, თავიდან ბოლომდე მოსაწესრიგებელია, არც ერთ ადგილას არ არის წესიერად ზებრა გადასასვლელი გაკეთებული, არც შუქნიშანია წესიერად და არც გზის ბარიერები, რომ მანქანებმა ნელა იმოძრაონ. ეს აუცილებლად მისახედია და ამიტომ ხდება ამდენი ავარიები. გადასასვლელთან, იქვე, მოსახვევია და დიდი სისწრაფით რომ მოდიან მანქანები, მძღოლები საჭეს ვერ იმორჩილებენ. სხვა დროსაც ბევრჯერ მომხდარა ამ მონაკვეთში ავარიები. ზუსტად არ ვიცი, რა იყო ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი, მაგრამ ასე თქვეს – მიკროავტობუსის მძღოლს მუხრუჭმა უმტყუნა და საჭე ვერ დაიმორჩილაო. საუბედუროდ, ბავშვი ადგილზე დაიღუპა. რაღაც ზომები უნდა მიიღონ, რომ ქუჩაში გადაადგილების არ გვეშინოდეს. ბავშვებს სკოლაში მარტო ვერ ვუშვებთ სწორედ ამ სახიფათო გზების გამო. ან პატრული დადგეს, ან შუქნიშანი გააკეთონ, რამე ზომები უნდა მიიღონ, რომ გადაადგილება უსაფრთხოდ შევძლოთ. ეს ამბავი დღისით მოხდა, მაგრამ ღამითაც სასწაული ხდება, გარეგანათებებიც საერთოდ არ არის და ადამიანი რომ გადადის გზაზე, მძღოლისთვის რთული აღსაქმელია”, – ამბობს ადგილობრივი. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზად მანქანის გაუმართაობა დასახელდა, კიდევ ერთი ვერსიით – სიჩქარე. “ამბობენ, მგზავრები ჩამოსვა მძღოლმა და დაძვრის დროს რაღაც მოხდა და ვეღარ დაიმორჩილა მიკროავტობუსიო. მძღოლს ვიცნობ, კარგი ადამიანია, მაგრამ ამგვარი უბედურებისგან არავინ არის დაზღვეული. თავს არ აპატიებს ამ ამბავს. წარმომიდგენია, რა დღეში იქნება ის, თუმცა გარდაცვლილის მშობლებზე მძიმე მდგომარეობაში არავინ არის დღეს. ძალიან დიდია მათი ტკივილი, სიტყვები არ მყოფნის. მშობლებს შვილი არ უნდა უკვდებოდეს”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. ამ ვერსიას კიდევ ერთი ადგილობრივი ადასტურებს. “ჩემი მაღაზიის წინ მოხდა უბედურება… მძღოლმა გააჩერა, მგზავრები ჩამოვიდნენ და დაძვრისას რაღაც მოხდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. მძღოლი იქვე ჩაბარდა პოლიციას”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. წყარო: კვირის პალიტრა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი გიორგი ვენეცკის ქუჩაზე, ერთსართულიანი, ხის კონსტრუქციის სახლს გაუჩნდა. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში, ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოავარია მოხდა ხელვაჩაურში – ქვეითებს მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა. ავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაშავებულებს შორისაა ავარიის შედეგად დაღუპული ბავშვის დედა. მძღოლი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. მიმდინარეობს გამოძიება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში, თანაკლასელს ესტუმრა. უკან დაბრუნებისას, მისი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა და კონსტრუქციის ნაწილი დაანგრია.ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე ტრავმები მიიღო ავტომობილში მყოფმა 35 წლის მამაკაცმა. დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისის ერთ ერთ საავადმყოფოში მოათავსა.შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. დაღუპულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძე. „საშინელი ტრაგედია ტრიალებს… ჩვენი ხვიჩა… ღმერთო, რით ვანუგეშოთ ოჯახი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები. „მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც 25 წლამდე მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა. უბედური შემთხვევა ამ დროს მოხდა.

ქართველი მსახიობი შორენა ბეგაშვილი ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს დაშორდა.მსახიობმა "ინსტაგრამზე" განქორწინების მოწმობა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.Invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ შორენა ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.მოგვიანებით, ნანაძე ცოლს გაშორდა. ბიზნესმენმა და მსახიობმა გასულ წელს ოფიციალურად იქორწინეს.თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.აღსანიშნავია, რომ ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე გამოწერაც გაუუქმა.

დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს “სიცოცხლეს თუ აზრი აქვს, შენ ხარ ჩემი აზრი, გური. არვიცი ეს 2 წელი რამ გამაძლებინა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქციეს, ცოცხლად დამმარხეს და გამანადგურეს. მიყვარხარ გური, ძალიან მიყვარხარ და მენატრები.” – წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში

სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ევა ბუთიაშვილის სახელი ძირითადად ქართულ სოციალურ ქსელებში იყო ცნობილი. დღეს კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან პატარა გოგონას ვიდეოებს უკვე უცხოელებიც აქტიურად ეხმაურებიან – მათ შორის, თურქი ინტერნეტმომხმარებლებიც. განსაკუთრებული ყურადღება კი მას შემდეგ მიიპყრო, რაც ცნობილმა თურმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმა ევას ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა. ვიდეოში პატარა ევა, ბაბუასთან ერთად, კამერის წინ თავისი განსაკუთრებული მანერით პოზირებს. “ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ”, – წერს დემეთი. მსახიობი, რომელიც მოცეკვავეც არის, სავარაუდოდ, პატარა გოგონას საკუთარ თავს ამსგავსებს – სწორედ ასე აღიქვეს თურქი ვარსკვლავის ფანებმა ოზდემირის მიერ დაწერილი წინადადება







