
მარნეული – სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ საიმერლოს მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსი 72 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახლობლები ეძებენ 2025 წელს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.”გთხოვთ გააზიაროთ. დაიკარგა და ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას). სამძებრო სამუშაოებში პოლიცია ჩართულია! თუ სადმე შეგხვდათ და ნახეთ გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე 557490450 მაკა 505557970 ზურა”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 14 წლის მოზარდი, ალექსანდრე მიქელაძეს ბათუმში, 2025 წლის 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.

ახალგაზრდა ქალი, ლელა ჩხაბერიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “გამიფრინდა ცათა სასუფეველში ჩემი ლამაზი სიყვარული. თან წაიღო ჩემი გული. უშენოდ სიცოცხლე ვერასოდეს წარმომედგინა, ვერც ერთი წამი. დამიტოვე შენი თვალებით, ჩვენი პატარა გიო. გპირდები, ისეთს ბიჭს გავზრდი, როგორიც ჩვენ გვინდოდა და ვგეგმავდით ყოველ დღე. შენ ვიცი, რომ ზეციდან დაიფარავ ჩვენ პატარა ვაჟკაცს. მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ, ჩემო ლელუნიკა”, – წერს ქალის მეუღლე, ლაშა ბინიაშვილი. ახლობლების ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

ძამას ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. როგორც ქარელის საავადმყოფოში ,,ქართლის ამბებს” განუცხადეს, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “ექვსი ადამიანი იყო დაშავებული, მათ შორის, 4 ბავშვი. ნაწილი გაეწერა, ორი ისევ აგრძელებს მკურნალობას.”- განაცხადეს საავადმყოფოში. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე მოხდა. მოსწავლეები და მშობლები ძამის ხეობაში ექსკურსიაზე კასპიდან იყვნენ. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჰყვება, ავტოსაგზაო შემთხვევა ბატეთის ტბის ასახვევთან, დაახლოებით 500 მეტრში მოხდა. “ქართლის ამბები”

ეკა მხატვრიშვილი 17 წლის შვილთან ბოლო შეხვედრაზე “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ პირველ ინტერვიუში პირველად ჰყვება საუბარია სკოლის მოსწავლეზე, დავით ნარიმანიძეზე, რომელიც ლოტკინის დასახლებაში, სადღეგრძელოზე, ფეხზე არ წამოდგომის გამო მოკლეს. “დათო სახლიდან 4 სექტემბერს გავიდა, რომ გავიდა, შვილო, მალე გამოდი, თავი არ მომანატრო-თქო. რატომ მითხრა არ ვიცი: “თუ მოგენატრები, სურათებს დახედეო” – აღნიშნავს მოკლულის დედა. სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულიც ასევე სკოლის მოსწავლეა. “სისხლისგან დაიცალა, პირდაპირ ჩაარტყა გულში. 14 სმ-ია დაფიქსირებული. გული და ფილტვია დაზიანებული. ყელზეც ჰქონდა ნაკაწრი, თუმცა არა სასიკვდილო. ვფიქრობ, დანის მოქნევას ჰქონდა ადგილი. ერთი ჭრილობა ჰქონდა გულში” – აცხადებს მოკლულის დედა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, სიცოცხლის ბოლო წუთები 17 წლის დავით ნარიმანიძემ ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე რესტორანში გაატარა. იმ დღეს დავითი აქ ძმასთან, ლუკასთან ერთად მეზობლის დაბადების დღეზე მივიდა. იუბილარიც არასრულწლოვანი იყო და სტუმრებს შორის უცხოც არავინ ყოფილა. “ვის დაბადების დღეზეც იყო, იყო ჩვენი მეზობელი, დათოს მეგობარი. 18 წლის გახდა ის ბავშვი და მთელი სამეზობლო და სამეგობრო ჰყავდა დაპატიჟებული. მისი ძმაც იქ იყო” – უთხრა “ტვ პირველს” მხატვრიშვილმა. ღია ტიპის სამწვადეში “შაბათის ეთერს” ეუბნებიან, რომ თანამშრომლები ღამის 12 საათამდე ადგილზე იმყოფებოდნენ. 00:00 საათზე კი რესტორანი დაკეტეს და სტუმრები ეზოში დატოვეს. დაბადების დღის სტუმრებმა დაშლა ღამის 02:00 საათზე დაიწყეს. ნასვამი მოზარდების სახლებში დატოვება დავით ნარიმანიძის ძმამ გადაწყვიტა. როდესაც ბოლო ნაკადი წაიყვანა, ძმას უთხრა, რომ დალოდებოდა, თავად ნარიმანიძეები რესტორანთან ახლოს ცხოვრობენ. “ლუკა იყო ფხიზელ მდგომარეობაში, წვეთი არ ჰქონდა დალეული და ამიტომ დაარიგა ბავშვები. ორი რეისი გაუკეთებია ბავშვს. ძმისთვის უთქვამს შენც წამოდიო – იყოსო, ბოლოს, 4 ბავშვი დარჩნენ სუფრის წევრებიდან. სანამ ჩემი შვილი მიბრუნდა, მკვლელი მის ორ მეგობართან ერთად მიდის…”- აღნიშნავს მოკლულის დედა. დათო, ძმას სამ მეგობართან ერთად სამწვადეში ელოდებოდა. სწორედ ამ დროს ჩნდება ადგილზე პირველად მკვლელობაში ბრალდებული არასრუწლოვანი ორ მეგობართან ერთად. საქმის პროკურორი ჰყვება, რომ პირველი მცირე სიტყვიერი შეკამათება დათოს მეგობრებსა და ბრალდებულს შორის სამწვადის წინ მოხდა. სწორედ აქ სამწვადეში ხვდება დათო ნარიმანიძე პირველად მკვლელობაში ბრალდებულს. 17 წლის მოზარდი სუფრასთან ზის და ეს სათვალთვალო კამერებშიც ჩანს. მოკლულის დედა, რომელიც საქმის მასალებს და კამერების ჩანაწერებს უკვე გაეცნო, ჰყვაბა, რომ მაგიდასთან მისვლისთანავე ბრალდებული სუფრის წევრებს აგრესიულად გაეცნო და ყველას ფეხზე ადგომა მოთოხვა. “მკვლელი მიდის სუფრასთან, წარუდგინა თავი და დაიწყო არასასიამოვნო საუბარი. ეს ისეთი თავხედი ვიღაც ჩანს, პირველივე წუთიდან შეატყობ. მანერაში, ტონში, თავისი ეგონა მთელი თბილისი: “ბინ ხართ რომ ჩემს ტერიტორიაზე იმყოფებით”- ასეთი შინაარსია, ასეთი დიალოგია. მერე ეტყობა ჩემი შვილი ჯდება, რადგან ისმის მკვლელის ხმა: “რატომ ზიხარ”. დათო ფეხზე ვერ ადგა, დედა ჰყვება, რომ მან ამ ზაფხულს სოფელში ფეხზე დაზიანება მიიღო და გადაადგილება უჭირდა. ეს გარემოება მან აუხსნა მკვლელობაში ბრალდებულსაც, ფაქტს ადასტურებს კამერების ჩანაწერიც სადაც დათოს ხმა ისმის. ჩემი შვილის ხმა მკაფიოდ ისმის: “ფეხი გამეკვანძა”. მკვლელი კი დამცინავი ტონით ეუბნება: “აბა წამოდექი”. დანით შეირაღებული ბრალდებულმა დავით ნარიმანიძის ეს ქმედება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა და პროკურორის თქმით, 17 წლის მოზარდი სამწვადის გარეთ საქმის გასარჩევად გაიყვანა. ირკვევა, რომ დავით ნარიმანიძე მკვლელობაში ბრალდებულს მარტო გაყვა. მისი და ბრალდებულის მეგობრებიც სუფრასთან დარჩნენ. რამდენიმე წუთში კი ყვირილის ხმა გაიგეს, ქუჩაში გასულებს 17 წლის დათო სასიკვდილოდ დაჭრილი დახვდათ. “ჩემი შვილი გაჰყავს გარეთ და ურტყამს დანას, დათოს ხმაზე გადიან ესენი [სუფრის სხვა წევრები], ის [მკვლელობაში ბრალდებული] გამოჰყავთ, დანარჩენებს კი ჩემი შვილი მოჰყავთ. მკვლელი უკან მოიხედავს, გამოიწევს, გამოიქაჩება დანით ხელში. ამჩნევს, რომ შემთხვევით ადგილზე ჩნდება პატრული, კიდევ კარგი რომ მოვიდა, თორემ ჩემს შვილს კიდევ ჩაარტყამდა დანას და არც დათოს სამ მეგობარს დაინდობდა”- დასძინა მხატვრიშვილმა. დედის ინფორმაციით, დათო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა. კრიმინალური პოლიცია ამ ტერიტორიაზე დედის განცხადებით, ე.წ. შემოვლაზე იმყოფებოდა, როდესაც ახალგაზრდები შეამჩნია. როგორც ჩანს სამართალდამცველები შენიშნა ბრალდებულმაც -კადრებში ჩანს, რომ ის პოლიციის დანახვისთანავე დანას ასფალტზე დებს, სამართალდამცავებს კი ეუბნება, რომ დაპირისპირების შესახებ არაფერი იცის. დედის თქმით, ამ დრო სპოლიციელები უკვე დაჭრილ დავით ნარიმანიძეს მიუახლოვდნენ – მომხდარის შესახებ ინფორმაცია მათთვის საქმის პროკურორის განცხადებით, არც დაჭრილი დავით ნარიმანიძის მეგობრებს არ მიუწოდებიათ. ამასობაში კი მკვლელობაში ბრალდებულმა მის მეგობრებთან ერთად ტერიტორიის დატოვება მოასწრო. მკვლელობაში ბრალდებული ჯერ კიდევ ადგილზე იყო, როდესაც დავით ნარიმანიძემ გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმების მის გადარჩენას ცდილობდნენ მაგრამ 17 წლის ბიჭს გული გაუჩერდა. დედის მონაყოლის მიხედვით, ჯერ კიდევ ადგილზე იმყოფებოდნენ, როდესაც მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი უკან, სამწვადესთან დაბრუნდა. მისი დაცვის მხარე ამბობს, რომ ის პოლიციას თავად ჩაბარდა, თუმცა პროკურორი ამ ინფორმაციას უარყოფს. მკვლელობაში ბრალდებულს ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ირკვევა ისიც, რომ სკოლის მოსწავლე თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა. მან გირაო არ გადაიხადა, თუმცა სისტემას თვეების განმავლობაში არ მოუკითხავს, რატომ არ ასრულებდა გირაოს პირობებს ბრალდებული.

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ფშავში, სოფელ კანატიასთან ხიდი ჩაინგრა და მანქანა მდინარეში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “ჩაინგრა ჩვენი ხიდი. მანქანა ჩავარდა. კაცი გადარჩა. რა ვთქვა? – დღეს იქ წასვლას ვაპირებდით. არ წავედით. ჩვენი მანქანა უფრო მძიმეა. ვერ გადავრჩებოდით. გთხოვთ გაავცელეთ! იმედიც არ მაქვს რომ ეს უშნოები რამეს გააკეთებენ. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყოფილო მერო მაცაცო, გახსოვს განცხადების დაწერას მთხოვდი? დავწერ, ერთხელაც დავწერ და მოვითხოვ მთელი ხარჯების მიზნობრიობის შემოწმებას. თვალთმაქცია ხარ. პასუხს აგებ” – ამის შესახებ მოქალაქე სოციალუ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ქეთი ჩხაიძემ „დუეტ ლეონს“ უჩივლა. როგორც მომღერალი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ხსენებული ბენდის სიმღერები მისი საკუთრებაა. ტექსტის ავტორი სწორედ ის არის. „დუეტ ლეონს ვუჩივლე…სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ვდებ 3 წლის წინანდელ ვიდეოს, რომ გაიგოთ ლეონის თაღლითობა…ბევრი გადაზიარება მჭირდება. მე ვიყავი ბენდის წარმატებისთვის მომგებიანი, რადგან სიმღერებს ვწერდი, რომელიც თითქმის ყველა გაჰიტდა. შემდეგ შემომთავაზა ბენდში სიმღერა. არ მქონდა ამ დროს უფლება დამატ მემუშავა. ჩემი დაწერილი სიმღე თავის გვერდზე „დუეტი ლეონი“ ატვირთა. თანხაზე რომ ჩამოვაგდე საუბარი მითხრა, საქართველოში „იუთუბი“ არ მუშაობსო“, – წერს ქეთი ჩხაიძე.

ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა. „გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს…“ – ამბობს გოგა მანია. გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება. „ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, – აცხადებს გოგა მანია.

მოსკოვში 53 წლის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის, დარია წერეთლის, მკვლელობის საქმეზე 40 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. ელენას დანაწევრებული ცხედარი ბინაში, დარიასი კი ბრალდებულის ავტოფარეხში აღმოაჩინეს. გოგიაშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გოგიაშვილი დაკავების შემდეგ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. გამოძიების ცნობით, მან სამართალდამცველებს მკვლელობების გარემოებები და დანაშაულის კვალის დაფარვის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც დაკავებული ელენა წერეთლის მკვლელობის ეპიზოდზე საუბრობს.„სიკვდილი დადგა მყისიერად… თავში მოვარტყი, რის შემდეგაც ხელში ავიყვანე, აბაზანაში გავიყვანე და იქ დავაწვინე“,- ამბობს გოგიაშვილი ვიდეოში.5 ოქტომბერს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა როგორც წერეთლების ბინაში, ასევე ავტოფარეხში, სადაც დარია წერეთლის ცხედარი იპოვეს.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობების შემდეგ გოგიაშვილი შენობებში სისხლის კვალის მოშორებასა და დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა. ელენა წერეთლის ბინაში, რომელიც წინასწარ იყო დასუფთავებული, სისხლის კვალი მხოლოდ სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აღმოაჩინეს.ბინაში აივანზე ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე პარკები და რამდენიმე დანა იპოვეს. გამოძიების ვერსიით, დანებით შესაძლოა ქალის ცხედრის დანაწევრება მომხდარიყო.სამართალდამცველებმა ჩხრეკა გოგიაშვილის კუთვნილ უძრავ ქონებაშიც ჩაატარეს. ავტოფარეხში, სადაც 19 წლის დარიას ცხედარი აღმოაჩინეს, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ხელყუმბარები იპოვეს.როგორ მიაგნეს სავარაუდო მკვლელსგამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილის კვალზე სამართალდამცველები ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით გავიდნენ.მამაკაცი ვორონეჟში დააკავეს. დაკავების დროს მასთან ერთად 40 წლის ქალი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა ქალს რაიმე კავშირი მკვლელობებთან.გოგიაშვილი 4 ოქტომბერს ვორონეჟიდან მოსკოვში გადაიყვანეს.საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 ოქტომბერს მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს.ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოდიოდა, რამაც მისი ოჯახის წევრებისა და ნაცნობების შეშფოთება გამოიწვია.გამოძიების ვერსიით, დარია წერეთელი გოგიაშვილმა მანამდე მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგიაშვილი ახალგაზრდა ქალს ფიტნესდარბაზიდან წამოიყვანა და გზად, თითქოს ნივთების წამოსაღებად, ავტოფარეხში შეიყვანა. სწორედ იქ აღმოაჩინეს მოგვიანებით მისი ცხედარი.სხვადასხვა წყაროს ცნობით, გოგიაშვილსა და ელენა წერეთელს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ და მამაკაცი ქალთან ერთად ცხოვრობდა იმავე ბინაში, სადაც ელენა მოკლეს. უცნობია, ცხოვრობდა თუ არა მათთან ერთად დარია წერეთელიც.გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ორმაგ მკვლელობას შესაძლოა ფინანსური მოტივი ჰქონოდა, თუმცა აღნიშნული ვერსია ამ ეტაპზე საბოლოოდ დადასტურებული არ არის.რა ბრალი აქვს წარდგენილი გოგიაშვილსთეიმურაზ გოგიაშვილს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი.105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ პუნქტები ითვალისწინებს ორი ან მეტი პირის მკვლელობას, მათ შორის ანგარებითი მოტივით ჩადენილ დანაშაულს.მას ასევე ედავებიან 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს — ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვას.სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თეიმურაზ გოგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის წინასწარ პატიმრობაში 2026 წლის 3 დეკემბრამდე დარჩება.საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე გოგიაშვილი დანაშაულს სრულად არ აღიარებს და გამოძიებას მისი შესაძლო თანამზრახველებისა და მკვლელობის მოტივის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია.