მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – რას წერს მისი მეუღლე და რა გახდა ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი?

საზოგაოდება13-10-2026, 13:37

უმძიმესი ავარია მოხდა, ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა – რამდენი ადამიანი დაშავდა და როგორია მათი მდგომარეობა?

საზოგაოდება12-10-2026, 15:15

მიზეზი რის გამოც შორენა ბეგაშვილი ქმარს დაშორდა

26-09-2026, 11:45

ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

30-09-2026, 18:20

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა რამდენიმეწლიანი დუმილი დაარღვიეს - რა თქვეს ლაშა შერმადინმა და გიორგი მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში?

16-09-2026, 15:56

“ამდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ ვრცელდება დაუჯერებელი ვიდეო ჩანაწერი.

13-09-2026, 18:33

ახალი ამბები

მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – რას წერს მისი მეუღლე და რა გახდა ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი?

საზოგაოდება13-10-2026, 13:37

უმძიმესი ავარია მოხდა, ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა – რამდენი ადამიანი დაშავდა და როგორია მათი მდგომარეობა?

საზოგაოდება12-10-2026, 15:15

“ჩემი შვილი გაჰყავს გარეთ და ურტყამს დანას…” – რას ჰყვება მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

საზოგაოდება11-10-2026, 16:39

სხვა სიახლეები

სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სკოლაში 15 მოსწავლე მიჰყავდა ავარიაში მოჰყვა – სად მოხდა მძიმე შემთხვევა და როგორ არიან ბავშვები?

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა. დაშავებულთაგან ერთს ხელის მტევანი აქვს მოტეხილი, მეორეს კი ლავიწის ძვალი გაუტყდა. შემთხვევა ახალსოფლის შესასვლელში, გზაჯვარედინზე მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სამი ბავშვი კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა მიიყვანეს. „მთავარი ამბები კახეთიდან“ ყვარლის რესურსცენტრის დირექტორს, ქეთევან ჭიპაშვილს დაუკავშირდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თავადაც ჩავიდა. „ყველა ბავშვი დავათვალიერებინეთ მედიკოსებს და ვინც ოდნავ მაინც რამეს იტკიებდა, გადავიყვანეთ, რომ ბოლომდე მოხდეს მათი შემოწმება“, – განაცხადა ჭიპაშვილმა. საავადმყოფოშია გადაყვანილი ავტომობილის მძღოლიც. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს განათლების სამინისტროსაც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო.

საზოგაოდება 1-10-2026, 15:05
„მდგომარეობა უეცრად დამძიმდა…“ — 23 წლის ბიჭი ვეღარ გადაარჩინეს: ვინ არის გარდაცვლილი ახალგაზრდა?

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკანდის მკვიდრი, 23 წლის მეჰდი გულიევი, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს. როგორც ცნობილია, ახალგაზრდას მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. ნათესავებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მიუხედავად, მედიკოსების გაწეული დახმარებისა, ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საზოგაოდება 1-10-2026, 11:37
რა თქვა სასამართლო პროცესზე რუსეთის მოქალაქემ, რომელმაც თბილისში კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა?

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა. თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს. “პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება”, – აღნიშნა პოპოვმა. მისი თქმით, ის სტუმრად იყო მეგობართან, იყო ნასვამი. მისი თქმით, საპირფარეშოში სურდა შესვლა, რომელიც დაკავებული ჰქონდა მისი მეგობრის ფეხმძიმე მეუღლეს, ამიტომ, პოპოვის თქმით, “ჩაიდინა ის ქმედება, რასაც შსს ედავება”. ამასთან, პოპოვის განმარტებით, ის ბინას ფლობს თბილისში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ატარებს. პოპოვმა სასამართლოს სთხოვა, რომ მისთვის რემონტის დასრულების და საქართველოში ცხოვრების საშუალება მიეცათ.

საზოგაოდება 30-09-2026, 23:41
“გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!” ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა! სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად. საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა! მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი! გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი! მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი. საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს. ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას,” – წერს ტარიელ კაკაბაძე.

საზოგაოდება 30-09-2026, 21:49
ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება 2027 წელს 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის დაგეგმილია, რომ აღმზრდელის ხელფასი უნდა გაუთანაბრდეს იმ დროისათვის ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. 2026 წლის აგვისტოში დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, რომ აღმზრდელების ხელფასი: 2021 წელს საბაზისო იყო 336 ლარი. ახლა მთავრობის მიზანია 2027 წლისთვის გაიზარდოს 20%-ით. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება: საბაზისო მაჩვენებელი (2021 წელი): 336 ლარი (იმ დროისთვის ქვეყანაში ეროვნული საშუალო ხელფასი იყო 844 ლარი). შუალედური სამიზნე (2027 წელი): საშუალო თვიურ ხელფასზე 20%-ით ზრდა. საბოლოო სამიზნე (2030 წელი): საშუალო თვიურ ხელფასთან გათანაბრებული”, – ვკითხულობთ 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაში. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ბაღის აღმზრდელის ხელფასი აღარ იყოს ფიქსირებული მცირე თანხა, არამედ გაუთანაბრდეს იმ პერიოდისთვის ქვეყანაში არსებულ საშუალო თვიურ ანაზღაურებას.

საზოგაოდება 30-09-2026, 18:20
16-18 წლის ბავშვები სტუმრად იყვნენ და ლიფტში 6 მათგანი შევიდა… – როგორ მოხდა წუხელ უმძიმესი შემთხვევა და რა მდგომარეობაში არიან არასრულწლოვნები?

თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, წუხელ ლიფტი ჩავარდა. მე-10 სართულიდან ლიფტი მოწყდა მაშინ, როცა ლიფტში 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები, მაშველები და სასწრაფოს ბრიგადები მალევე მივიდნენ. როგორც კორპუსის მაცხოვრებელი “კვირის პალიტრას” განუცხადა, საბედნიეროდ, ყველა მათგანი გადარჩა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. “ერთ-ერთი კორპუსის მესამე სადარბაზს მე-10 სართულიდან მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 16-17-18 წლის ბავშვები არიან დაშავებულები. სატვირთო ლიფტია და თავისუფლად შეიძლებოდა იქ 6 ადამიანი შესულიყო, რომ არ გაჩნდეს ამ კუთხით კითხვა. ნაწილი “ჯერარსის” კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენები მე-8 საავადმყოფოში. მთავარია, რომ ყველანი ცოცხლები არიან და კარგად არიან. შოკიდან ვერ გამოვდივარ, ძალიან განვიცადე. წარმოუდგენელია, ქვეყანაში ყველაფერი საშიში როგორ ხდება, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვიღაცა ხომ უნდა ამოწმებდეს ლიფტებს. ადამიანების უსაფრთხოებაზე დღეს არავინ ფიქრობს”, – ამბობს ადგილობრივი. “ერთს აქვს ფეხი მოტეხილი, კლინიკაშია. სტუმრად იყვნენ მეგობართან ბავშვები და რომ ჩამოდიოდნენ, მაშინ მოწყდა უცებ ლიფტი, საბედნიეროდ ცოცხლები არიან და გადარჩნენ”,- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. როგორც გაირკვა, „ჯერარსის“ კლინიკაში ორი ახალგაზრდა შეიყვანეს: “გუშინ 00 საათსა და 14 წუთზე ორი პაციენტია შემოყვანილი, 19 წლის ცოტნე ჯ. და 16 წლის ალექსანდრე თ., ორივე პაციენტი შემოყვანილია 112-ის მიერ. ცოტნე ორივე ქვემო კიდურის არეში უჩიოდა ტკივილს. ანამნეზი ესეთია, რომ სამგზავრო ლიფტში იმყოფებოდნენ, მოწყდა ლიფტი და ორივე პაციენტმა მიიღო დაზიანება. რა თქმა უნდა, ჩაუტარდათ კვლევები. ცოტნეს მუხლის რენდგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რადგან ზურგის არეში, უკანა მხარეს აღნიშნავდა ტკივილს. კვლევის შედეგად დაზიანება არ იყო. კონსულტაცია ჩაუტარა შესაბამისი პროფილის ექიმმა, ტრავმატოლოგმა და გაეწერა სახლში. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ეს არის არასრულწლოვანი, ტკივილს აღნიშნავდა წინა მხრის არეში, თავი არ დაუტყამს, თუმცა თავის არეშიც მსუბუქი ტკივილი აღენიშნებოდა. პაციენტს თავის ტვინის კომპიუტერული კვლევაც ჩაუტარდა. ნევროლოგის მიერ შემოწმდა, ტრავმატოლოგმაც შეაფასა და პაციენტი სტაბილური მდგომარეობით, დაზიანების გარეშე გაეწერა კლინიკიდან. არც ერთ პაციენტთან მწვავე მოტეხილობა და დაზიანება, არც ორგანული, არც ტრავმატოლოგიური არ ყოფილა”, – განაცხადა გადაუდებელი დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელმა თეა მესხიძემ. მოგვიანებით განცხადება გააკეთა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლალი ტურძელაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არც ერთი ახალგაზრდა არ რჩება კლინიკაში და ყველა გაწერილია. რომ მათ აღენიშნებოდათ პატარ-პატარა დაჟეჟილობები. “სამი პაციენტი იყო და სამივე გაწერილია, რადგან სერიოზული დაზიანება არ ჰქონდათ, მხოლოდ პატარ-პატარა დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ. კვირის პალიტრა

საზოგაოდება 30-09-2026, 13:28
ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა და პირველზე შეჩერდა, კაბინაში ერთი ბავშვიც იმყოფებოდა! – როგორ მოხდა მძიმე შემთხვევა ?

თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მათ კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა და პირველზე შეჩერდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები. 

საზოგაოდება 30-09-2026, 12:04
ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საზოგაოდება 29-09-2026, 21:05
(ვიდეო) კადრები უმძიმესია, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. გზაზე გადადიოდნენ როდესაც, მიკროავტობუსმა

ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა – ვიდეოს “TV პირველი” ავრცელებს. ცნობისთვის, აჭარაში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი ავარია დიდი ტრაგედიით დასრულდა – მას 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ სამმა ადამიანმა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან გარდაცვლილი ბავშვის მამიდა, მამიდაშვილი და მამიდის დედამთილი. როგორც ირკვევა, მამიდას ძმისშვილი სახლში მიჰყავდა და ყველანი ერთად ფეხით გზაზე გადადიოდნენ, როცა მათ მიკროავტობუსი დაეჯახა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დაშავებული იყო ბავშვის დედა, თუმცა ოჯახის ახლობელმა ეს ფაქტი ჩვენთან საუბარში უარყო და გვითხრა, რომ ბავშვის დედა ტრაგედიის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა და ბავშვი მამიდას ჰყავდა. “ბავშვის დედა იქ არ იყო ამ უდიდესი ტრაგედიის დროს. ბავშვი იყო მამიდასთან ერთად. თვითონ მამიდა 5 თვის ორსულია, მამიდას და მამიდის დედამთილს ჰყავდათ თან ორი ბავშვი, სანი და მისი მამიდაშვილი. ყველანი ერთად გზაზე გადადიოდნენ, იმ გზაზე ზებრა არ არის და მათ მიკროავტობუს დაეჯახა. გამოძიებით გაირკვევა, რა მოხდა, მაგრამ ეს რას შეცვლის, 5 წლის ბავშვი დაიღუპა და დიდი უბედურება ტრიალებს ცეცხლაძეების ოჯახში. მშობლები განადგურებულები არიან. შეიძლება, დიდი სისწრაფით მოდიოდა მძღოლი და ვეღარ შეძლო მიკორავტობუსის გაჩერება. რა პატარა აღმოჩნდა ჩვენი საყვარელი სანის ცხოვრების გზა. საოცარი ბავშვი იყო. მისი ღიმილი არ დაგვავიწყდება არასდროს. როგორ მენანება ეს პატარა ანგელოზი. ისეთი საყვარელი ბავშვი იყო, ყველა უყვარდა, ციმციმა თვალები ჰქონდა, ისეთი საყვარელი და ღიმილიანი ბიჭი იყო, მხიარული, ცელქი. არ ვიცი რა ვთქვა, მიჭირს ამის ახსნა. ბავშვის მამიდას თავზე აქვს ტრავმა, ყველაზე მძიმედ არის მამიდის დედამთილი, მას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა და ამბობენ, რომ კიდევ დასჭირდება მეორე ოპერაციის ჩატარებაო”, – ამბობს ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში. ადგილობრივების თქმით, ტრაგედიის ადგილი და მიმდებარე ქუჩა ძალიან სახიფათოა და თურმე იქ ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. “სადაც ტრაგედია მოხდა, იქვე ახლოს ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ახლოს მისვლა ვერ შევძელი. საუბედუროდ, დაღუპულია პატარა ბიჭუნა. ძალიან ცუდი ადგილია. ზოგადად მთლიანად ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, თავიდან ბოლომდე მოსაწესრიგებელია, არც ერთ ადგილას არ არის წესიერად ზებრა გადასასვლელი გაკეთებული, არც შუქნიშანია წესიერად და არც გზის ბარიერები, რომ მანქანებმა ნელა იმოძრაონ. ეს აუცილებლად მისახედია და ამიტომ ხდება ამდენი ავარიები. გადასასვლელთან იქვე მოსახვევია და დიდი სისწრაფით რომ მოდიან მანქანები, მძღოლები საჭეს ვერ იმორჩილებენ. სხვა დროსაც ბევრჯერ მომხდარა ამ მონაკვეთში ავარიები. ზუსტად არ ვიცი, რა იყო ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი, მაგრამ ასე თქვეს – მიკროავტობუსის მძღოლს მუხრუჭმა უმტყუნა და საჭე ვერ დაიმორჩილაო. საუბედუროდ, ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ფრიდონ ხალვაშის ამხელა ქუჩაზე მხოლოდ ერთი-ორი შუქნიშანი რატომ უნდა იყოს? ისიც ნახევრად გამორთულია. რაღაც ზომები უნდა მიიღონ, რომ ქუჩაში გადაადგილების არ გვეშინოდეს. ბავშვებს სკოლაში მარტო ვერ ვუშვებთ სწორედ ამ სახიფათო გზების გამო. ან პატრული დადგეს, ან შუქნიშანი გააკეთონ, რამე ზომები უნდა მიიღონ, რომ გადაადგილება უსაფრთხოდ შევძლოთ. ეს ამბავი დღისით მოხდა, მაგრამ ღამითაც სასწაული ხდება, გარე განათებებიც საერთოდ არ არის და ადამიანი რომ გადადის გზაზე, მძღოლისთვის რთული აღსაქმელია… ეს არის ერთ-ერთი მთავარი და გრძელი სატრანსპორტო არტერია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ხელვაჩაურის დასახლებასთან აკავშირებს და მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ, რომ მსგავსი ავარიები აქ არ ხდებოდეს… სამძიმარს ვუცხადებ პატარას ოჯახს. მართლა უდიდესი ტრაგედიაა” – ამბობს ადგილობრივი. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. ერთ ერთი ვერსიით, მიზეზად მანქანის გაუმართაობა დასახელდა, კიდევ ერთი ვერსიით – სიჩქარე. ამბობენ, მგზავრები ჩამოსვა მძღოლმა და დაძვრის დროს რაღაც მოხდა და ვეღარ დაიმორჩილა მიკროავტობუსიო. მძღოლს ვიცნობ, კარგი ადამიანია, მაგრამ ამ უბედურებისგან არავინ არ არის დაზღვეული. თავს არ აპატიებს ამ ამბავს. წარმომიდგენია, რა დღეში იქნება ის, თუმცა გარდაცვლილის მშობლებზე მძიმე მდგომარეობაში არავინ არის დღეს. ძალიან დიდია მათი ტკივილი და სიტყვები არ მაქვს. მშობლებს შვილი არ უნდა უკვდებოდეს”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. ამ ვერსიას კიდევ ერთი ადგილობრივი ადასტურებს. “ჩემი მაღაზიის წინ მოხდა უბედურება…მძღოლმა გააჩერა, მგზავრები ჩამოვიდნენ და დაძვრისას რაღაც მოხდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. მძღოლი იქვე ჩაბარდა პოლიციას”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

საზოგაოდება 29-09-2026, 11:01
ვრცელდება უმძიმესი კადრები ვარკეთილიდან – ერთმანეთს 8 მანქანა შეეჯახა

ვრცელდება უმძიმესი კადრები ვარკეთილიდან – ერთმანეთს 8 მანქანა შეეჯახა. არსებული ცნობით, მოძრავი ავტომობილი პარკინგზე მყოფ მანქანებს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება არავის მიუღია.

საზოგაოდება 28-09-2026, 22:37