ამას არავინ ელოდა – სოფო ნიჟარაძის განცხადება გიული ალასანიაზე

საზოგაოდება1-11-2026, 16:43

მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი: პირდაპირი ტრანსლაცია LIVE

სპორტი24-10-2026, 22:42

მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

მიზეზი რის გამოც შორენა ბეგაშვილი ქმარს დაშორდა

26-09-2026, 11:45

ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

30-09-2026, 18:20

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა რამდენიმეწლიანი დუმილი დაარღვიეს - რა თქვეს ლაშა შერმადინმა და გიორგი მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში?

16-09-2026, 15:56

“ამდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ ვრცელდება დაუჯერებელი ვიდეო ჩანაწერი.

13-09-2026, 18:33

ახალი ამბები

ამას არავინ ელოდა – სოფო ნიჟარაძის განცხადება გიული ალასანიაზე

საზოგაოდება1-11-2026, 16:43

მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი: პირდაპირი ტრანსლაცია LIVE

სპორტი24-10-2026, 22:42

მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – რას წერს მისი მეუღლე და რა გახდა ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი?

საზოგაოდება13-10-2026, 13:37

სხვა სიახლეები

აქამდე სპეციალურად არ გავაკეთე კომენტარი. “საწყალი ბიჭი გამოიყენა” რას ამბობს გოგა მანია გურამ დადიანიძეზე?

ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა. გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს…“ – ამბობს გოგა მანია. გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება. „ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, – აცხადებს გოგა მანია.

საზოგაოდება 18-09-2026, 16:24
არსებობს ადამიანი, ვინც გაუჩინარების შემდეგ გურამ დადიანიძე ნახა… – რას ამბობს და ვისზე მიუთითებს გაუჩინარებული ბიჭის დედა?

კიდევ ერთი ახალი მოწმე, გურიკა დადიანიძის საქმეში – მლეთაში 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის დედა ამბობს, რომ არსებობს ადამიანი, ვინც გაუჩინარების შემდეგ მისი შვილი ნახა. დუშეთის განყოფილებაში გამოკითხვაზე მისულმა ქალმა ეს ინფორმაცია დღეს გამომძიებლებს მოუყვა, ახლა ოჯახი ელოდება, როდის დაიბარებენ პოლიციაში ამ მოწმეს. ირკვევა, რომ გამომძიებლებს დღეს კითხვები ჰქონდათ გურიკა დადიანიძის პირად ნივთებზეც, რომელიც ლომისადან ახალგაზრის გაუჩინარების შემდეგ, დედის თქმიკთ, მამიდასთან აღმოჩნდა. ისეთ თემაზე დამიბარეს, რომ აქ მე არ უნდა დავებრებინე, აქ უფრო მამიდა უნდა დეაბრებინათ. იმიტომ, რომ როცა ბავშვები ექსკუსრიიდან დაბრუნდნენ, ნივთები, რომელიც გურიკას ჰქონდა, გადაეცა მამიდას – ეს ამბავი მე არ ვიცოდი. მე ეს ძალიან მაინტერესებს, გურიკიას ჯიბე არ ჰქონდა? რატომ მიუტანეს მამიდას – არც ის ვიცი ვინ მიუტანა. გურიკას დაკარგვის მეორე დღეს ხურდები გადაეცა მამიდას.”- ამბობს დადიანიძის დედა. 

საზოგაოდება 17-09-2026, 14:39
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა რამდენიმეწლიანი დუმილი დაარღვიეს - რა თქვეს ლაშა შერმადინმა და გიორგი მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში?

გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობასა და მასში მონაწილეობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნებიდან ორმა პირმა - გიორგი მერებაშვილმა და ლაშა შერმადინმა ძალადობა აღიარეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის ფიგურანტებმა მათსავე სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მცხეთის მაგისტრალზე, როცა იქ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მსჯავრდებულები მივიდნენ, შერმადინმა და მერებაშვილმა ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ აღნიშნული ჩვენებიდან და საქმეში არსებული ახალი გარემოებიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯვარდებული პირების ადვოკატებმა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს გიორგი მერებაშვილი და ლაშა შერმადინი, რის შემდეგაც მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათი მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს. როგორც მამულაშვილი განმარტავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სათათბიროდ გავიდა. „ცალკე გამოყოფილ საქმეზე მსჯავრდებულებმა - ლაშა შერმადინმა და გიორგი მერებაშვილმა დაახლოებით, 10 დღის წინ, სასამართლოში განცხადება გააკეთეს, რომ გიორგი შაქარაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდათ და მათ განახორციელეს ძალადობა. მათივე ჩვენებით, „ქემრის“ წასვლის შემდეგ, მათ ფერად შენობასთან გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი დაინახეს. ამის შემდეგ, მოხდა ნებართვების დაშვება, რომ მსჯავრდებულები გამოგვეკითხა, მათი გამოკითხვა მოხდა და ამ ინფორმაციის გამოკითხვის ოქმში ასახვა. დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ ეს პირები მოწმის სახით დაკითხულიყვნენ ამ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოწოდებული ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს ეხება, მათ შორის, თუ რა ვითარებაში მიიღო ის შაქარაშვილმა. სასამართლო სათათბიროდ გავიდა, ასევე იმსჯელა იმ თარიღებზე, თუ როდის შეიძლება დაიკითხონ მერებაშვილი და შერმადინი. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მათ იძალადეს შაქარაშვილზე და ის დაზიანებები, რომელიც გარდაცვალებამდე ჰქონდა მას მიღებული, შეიძლებოდა ყოფილიყო ამ პირთა მოქმედებების შედეგად. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ამ 5 მსჯავრდებულის მიერ არ განხორციელებულა ძალადობა. მიუხედავად ახალი ინფორმაციისა, აღნიშნული გარემოება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხს არ გვაძლევს, თუმცა პასუხს გვაძლევს შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის შესაძლო მიზეზებზე. მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ როდესაც „მერსედესი“ მივიდა მცხეთაში, იმ მომენტში, მერებაშვილი და შერმადინი ფეხით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაახლოებით - 2 წუთის განმავლობაში ჰქონდათ ხელჩართული მოქმედებები შაქარაშვილთან. ამბობენ, რომ ამ მომენტში ძალადობა მათ განახორციელეს, სხვაზე არ მიუთითებენ, ამ ეტაპზე ჯერი სასამართლოზეა და 16 მაისს გახდება ცნობილი, რამდენად არის დაინტერესებული სააპელაციო სასამართლო საქმეზე ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშარიტების დადგენით, რომელიც არის გარანტი სრულყოფილი, სამართლიანი და ობიქტური მართლმსაჯულების", - აცხადებს მამულაშვილი. ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაზე მსჯავრდებულები არიან - არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ., და ა.ქ,.

საზოგაოდება 16-09-2026, 15:56
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი საბურთალოს პოლიცია აქაა” – რა ხდება ამ წუთებში საბურთალოზე, რას წერს გიორგი ახობაძე?

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება – აქტივისტის თქმით, ადგილზე უამრავი პოლიციელია მობილიზებული. ამასობაში, ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს სავარაუდოდ ნარკოტიკების მისამართების დადებაზე, კურიერობაზე. მემგონი მთელი საბურთალოს პოლიცია აქაა. ასე კლავს ეს რეჟიმი და ეს პოლიტიკა ამ ქვეყანაში ახალგაზრდობას. იმის მაგივრად პერსპექტივა შეუქმნას, სწავლაში ჩართოს, საინტერესო აწმყო და მომავალი შესთავაზოს, უქმნის გარემოს, სადაც ეს, ქოლ-ცენტრები და კიდე ათასი უბედურებაა წახალისებული. აქვეა კედელზე ამ სამუშაოზე დასაქმების რეკლამა. რომელსაც ცოცხალი თავით არ ებრძვის მერიის სამსახურები, მაგრამ ანწუხელიძის სტენსილებს შლის! შედეგად ვიღებთ, კრიმინალში რეკრუტირებულ ბავშვებს. თუ სწორად წავიკითხე კანონი, მინიმუმ 6-12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ამ ბავშვებს და მათი მომავალი დამთავრებულია”, – წერს გიორგი ახობაძე.

საზოგაოდება 15-09-2026, 21:04
ერთი ადამიანი დასდგომია გურიკას მამას პირზე, ბავშვი ხომ იპოვეთ და რატომ უმალავთ სოფოსო – რა ინფორმაციას ავრცელებს გურიკა დადიანიძის დედა

გურამ დადიანიძის საქმის ახალი დეტალები – 12 წლის წინ მლე­თა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დე­დამ, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში “შენი ამ­ბა­ვი თა­ი­ას­თან” ისა­უბ­რა მე მინდა მივმართო რევაზ დადიანიძეს, თორმეტი წლის წინ ითხოვდი მკვდარი შვილის პოვნას, თორმეტმა წელმა ნუთუ ასე გაგიქვავა გული, რომ დღეს არ გინდა საკუთარი შვილი იპოვო, რა მდგომარეობაში დაიკარგა, რა მდგომარეობაშია ახლა და სად არის შენი ერთადერთი შვილი, რომელსაც დღემდე ვეძებ. დგახარ შენ და სახლების რემონტებს უნდები… თუ გურამ დადიანიძე შენ გყავს და შენ მალავ ჩემს შვილს, არასდროს ჩათვალო, რომ ამ ყველაფერს გაპატიებ. თუ ჩემი ტანჯვით გაზრდილ შვილზე ან მამიდას ან მამას რამე წვლილი მიგიძღვით, იცით და არ მიჩენთ ჩემს შვილს, ჩემზე დიდი მტერი არავინ გეყოლებათ. თუ გურამ დადიანიძე ცოცხალია, მაშინ მას გონება არ აქვს. ის მე არასდროს მიმატოვებდა. თუ გურამის ფსიქოტროპულ წამლებზე რეაქცია მოხდა და გონება აურიეს და მაგ მდგომარეობაშია, რომ ვერ იხსენებს ვინ არის – ამ შემთხვევაში ცოცხალია. თუ გურიკა ცოცხალი არ არის ესეც თქვენი ბრალია. ვიბრძოლებ იქამდე სანამ არ ვიპოვი. სოფლიდან გამოვიდა ამბავი, ერთ-ერთი ადამიანი დასდგომია რეზოს [გურიკას მამას] პირზე, ბავშვი ხომ იპოვეთ და რატომ უმალავთ სოფოსო… რეზო წამოსულა იქიდან. ბოლო დარეკვის დროს კახა [გელაშვილმა] მითხრა: ჯერ მოვიდეს აქ შენი ნარკომანი შვილი და უნდა დავამკვდარო ისე ვცემო, ასეთ ამბავში რომ ჩამაგდოო…” – განაცხადა 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა გადაცემაში “შენი ამბავი თაიასთან”.

საზოგაოდება 15-09-2026, 14:25
ვინ არის და რას ჰყვება კაცი, რომელსაც მეტროში შემთხვევით გადაუღეს ვიდეო, კადრები კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

ნიკა მიმინოშვილი ოპერის დამწყები მომღერალია, რომელიც მუსიკას სცენის მიღმაც აცოცხლებს. ხშირად ქუჩაში მღერის, რადგან მუსიკა მისთვის უბრალოდ პროფესია კი არა, ცხოვრების ნაწილია. უყვარს ყველაფერი, რაც მუსიკას უკავშირდება და ოცნებობს, საკუთარი ხმა დიდ სცენაზეც გააჟღეროს.

საზოგაოდება 14-09-2026, 19:59
“ამდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ ვრცელდება დაუჯერებელი ვიდეო ჩანაწერი.

“სრულად გთავაზობთ ერთ-ერთი Tik-Tok ლაივის საჯარო “სტრიმზე” გაკეთებულ ჩანაწერს. ჩანაწერში საუბრობს ნოდარ ხუროშვილი – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თაზო ხუროშვილის მამა და თინიკო არხოშაშვილის ბიძა, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.

საზოგაოდება 13-09-2026, 18:33
(ვიდეო) ზღვის ნაპირთან საეკლესიო სანთელი დაანთო, პირადი ნივთები დატოვა და ზღვაში შეცურა… შსს კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად განხორციელებული შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ასევე, დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომლებიც კესო დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს კესო დეკანოსიძემ იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესო დეკანოსიძე ბათუმის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიაზე 29 აგვისტოს 20:57 საათზე ტოვებს მატარებლის ვაგონს, 21:00 საათზე გამოდის შენობიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო მიემართება ბათუმის ცენტრის მიმართულებით. კესო დეკანოსიძე 21:34 საათზე, ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებაზე ჩამოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რის შემდეგაც ჯერ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის, ხოლო შემდგომ ეგნატე ნინოშვილის ქუჩის გავლით მიემართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდგომაც ასევე მარტო განაგრძობს მოძრაობას ზღვის სანაპიროს მიმართულებით, ე.წ პიერ ბათუმის ხიდის მიმდებარედ. ზღვის სანაპიროზე გადასვლამდე, ბულვარის სასეირნო ზოლში განთავსებულ ჯიხურში მან შეიძინა სანთებელა. თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ კესო დეკანოსიძემ აღნიშნული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც ზღვაში შეცურა, თუმცა მას შემდეგ რაც ის უკან აღარ დაბრუნდა, თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით ჩაერთვნენ ძებნის ღონისძიებაში. ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს კესო დეკანოსიძის ცხედარი ნანახი იქნა ქობულეთის ტერიტორიაზე ზღვაში. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგაოდება 12-09-2026, 17:22
(ვიდეო) „მანქანა დაგორდა, მუხრუჭებმა უმტყუნაო… სიკვდილს გადავრჩი“ — რა კადრები ვრცელდება საბურთალოდან?

“დღეს პრაქტიკულად სიკვდილს გადავრჩი… ტექნიკურად გაუმართავი მანქანა დაგორდა” – ამბობს ეკატერინე ლომიძე და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩის 6 ნომრიდან ვიდეოს აქვეყნებს.

საზოგაოდება 11-09-2026, 18:06
“ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ” – რას წერს მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში?

ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ”, – ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, “ბრიტანულ აკადემიაში” პედაგოგად მუშაობს. სამძიმრის წერილს ავრცელებს “ბრიტანულ აკადემია”: “ბრიტანული აკადემიის” გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, ჩვენი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილი ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ. ეკა მასწავლებელს გარდაეცვალა შვილი, დავით ნარიმანიძე. ვუსამძიმრებთ მას და მის ოჯახს. ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული. სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს”. ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია – სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

საზოგაოდება 11-09-2026, 13:57