Новое на сайте

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – გარდაცვლილი 27 წლის მამაკაცია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში, თანაკლასელს ესტუმრა. უკან დაბრუნებისას, მისი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა და კონსტრუქციის ნაწილი დაანგრია.ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე ტრავმები მიიღო ავტომობილში მყოფმა 35 წლის მამაკაცმა. დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისის ერთ ერთ საავადმყოფოში მოათავსა.შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.

საზოგაოდება 27-09-2026, 17:52
„ადგილზე საშინელი სურათი იყო“ – ცნობილია მატარებლის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. დაღუპულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძე. „საშინელი ტრაგედია ტრიალებს… ჩვენი ხვიჩა… ღმერთო, რით ვანუგეშოთ ოჯახი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები. „მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც 25 წლამდე მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა. უბედური შემთხვევა ამ დროს მოხდა.

საზოგაოდება 26-09-2026, 14:12
მიზეზი რის გამოც შორენა ბეგაშვილი ქმარს დაშორდა

ქართველი მსახიობი შორენა ბეგაშვილი ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს დაშორდა.მსახიობმა "ინსტაგრამზე" განქორწინების მოწმობა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.Invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ შორენა ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.მოგვიანებით, ნანაძე ცოლს გაშორდა. ბიზნესმენმა და მსახიობმა გასულ წელს ოფიციალურად იქორწინეს.თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.აღსანიშნავია, რომ ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე გამოწერაც გაუუქმა.

საზოგაოდება 26-09-2026, 11:45
რა მძმიე პოსტი გამოაქვეყნა ახლახანს გურამ დადიანიძის დედამ

დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს “სიცოცხლეს თუ აზრი აქვს, შენ ხარ ჩემი აზრი, გური. არვიცი ეს 2 წელი რამ გამაძლებინა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქციეს, ცოცხლად დამმარხეს და გამანადგურეს. მიყვარხარ გური, ძალიან მიყვარხარ და მენატრები.” – წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში

საზოგაოდება 25-09-2026, 19:41
(ვიდეო) “ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ” – პატარა ევას ვიდეოს თურქი მსახიობი აზიარებს, მილიონობით რეაქცია და აღფრთოვანებული უცხოელები.

სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ევა ბუ­თი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ძი­რი­თა­დად ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იყო ცნო­ბი­ლი. დღეს კი ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გა­ვა­ზი­დან პა­ტა­რა გო­გო­ნას ვი­დე­ო­ებს უკვე უცხო­ე­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან – მათ შო­რის, თურ­ქი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა კი მას შემ­დეგ მი­ი­პყრო, რაც ცნო­ბილ­მა თურ­მა მსა­ხი­ობ­მა, დე­მეთ ოზ­დე­მირ­მა ევას ვი­დეო Instagram Story-ში გა­ა­ზი­ა­რა. ვი­დე­ო­ში პა­ტა­რა ევა, ბა­ბუ­ას­თან ერ­თად, კა­მე­რის წინ თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ნე­რით პო­ზი­რებს. “ვფი­ცავ, მაგ­რამ ვერ ვამ­ტკი­ცებ”, – წერს დე­მე­თი. მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც მო­ცეკ­ვა­ვეც არის, სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­ტა­რა გო­გო­ნას სა­კუ­თარ თავს ამ­სგავ­სებს – სწო­რედ ასე აღიქ­ვეს თურ­ქი ვარ­სკვლა­ვის ფა­ნებ­მა ოზ­დე­მი­რის მიერ და­წე­რი­ლი წი­ნა­და­დე­ბა

საზოგაოდება 24-09-2026, 23:39
ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა, ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ზღვა­ზე 3-4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მუ­ლი ღელ­ვა – დღეიდან ამინდი გაუარესდება: უახლოესი დღეების პროგნოზი

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 სექ­ტემ­ბრის დღის ბო­ლო­დან 25 სექ­ტემ­ბრის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი. მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა, ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ზღვა­ზე 3-4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მუ­ლი ღელ­ვა.”აფხა­ზეთ­ში, აჭა­რა­ში, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მის, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის და კა­ხე­თის რე­გი­ო­ნებ­ში ზო­გან ძლი­ე­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა, ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ზღვა­ზე 3-4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მუ­ლი ღელ­ვა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

საზოგაოდება 24-09-2026, 19:20
"ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან, თვალი მომკარი და არსად დადოო, მითხრი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ლოტკინზე მოკლული 17 წლის ბიჭის დედა?

"დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან,თვალი მომკარი და არსად დადოო მითხრი, სულ თვალს გადევნებდი, იმ ავბედითი ღამის გარდა," -წერს ლოტკინზე მოკ­ლუ­ლი, 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის დე­­და, ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ვიდეოს აქ­ვეყ­ნებს.

საზოგაოდება 24-09-2026, 15:20
ნადირობისას დაიღუპა მე-12 კლასის მოსწავლე! – ვინ არის გარდაცვლილი ბიჭი და რა ინფორმაცია ვრცელდება ტრაგედიის შესახებ?

თერჯოლაში, მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს, დაახლოებით, სამი კვირის წინ, ნადირობისას, ე.წ. ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ლუკას გარდაცვალებას ნახშირღელეს საჯარო სკოლა ემოციური პოსტით ეხმაურება: “უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან, ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული.იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის. ნათელი შენს სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს,”- წერია სამძიმრის წერილში.

საზოგაოდება 23-09-2026, 18:56
ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, არის მსხვერპლი.

რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

საზოგაოდება 23-09-2026, 15:36
მანქანა ბოძს შეასკდა, დაღუპულია ბიზნესმენი და რესტორნის მფლობელი – სად და როგორ მოხდა უმძიმესი შემთხვევა?

მარნეული-თეთრიწყაროს გზაზე, ე.წ. „საქონლის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საზოგაოდება 23-09-2026, 12:31