Новое на сайте

ქალბატონო სოფო, მოემზადეთ, სიმართლის დრო დგება, ბევრი აღარ დარჩა! რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს?

12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით, თანატოსი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და დაკარგული ბიჭის დედას – სოფო ბიბილაშვილს მოუწოდებს, რომ მოემზადოს, ვინაიდან სიმართლის დრო უკვე დგება. მივმართავ, ჯუმბერ ბუჩაშვილს, ნოდარ კიკნაძეს, ანი გელაშვილს, კახა გელაშვილს, გვანცა გელაშვილს: თქვენ არ გაქვთ უფლება სხვას სიცოცხლე წაართვათ და შემდეგ სიცოცხლე განაგრძოთ, ჩვენ არ შეგეშვებით, პირობას გაძლევთ, არ გავჩერდებით, არ დავიძინებთ, არ მოვისვენებთ მანამ, სანამ თქვენს სახეს გისოსები არ დაფარავს! ბევრი აღარ დაგრჩათ, არ არსებობს ამოუხსნელი თავსატეხი, გაუხსნელი საქმე, დაუსჯელი დამნაშავე, თქვენც არ იქნებით გამონაკლისები, სიტყვას ვდებთ! ქალბატონო სოფო, მოემზადეთ, სიმართლის დრო დგება, ბევრი აღარ დარჩა!” – წერს თანატოსი.

საზოგაოდება 29-08-2026, 18:16
აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების საქმე – როდის გადმოკვეთა საზღვარი ქალმა, რომელმაც დაურ ბუავა განსაცდელში მიატოვა?

აფხაზი ბლოგერის საქმეში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის დაკავებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა – შსს ამტკიცებს, რომ დაურ ბუავამ და მასთან ერთად მყოფმა პირმა ნარკოტიკები მიიღეს, ბუავა ცუდად გახდა, თანხმხლებმა კი ის განსაცდელში მიატოვა, ბინა გარედან ჩაკეტა და წავიდა. ახლა გამოძიების დასადგენია დაკავებული ქალის, ვიქტორია კილნიუკის შესახებ უფრო მეტი დეტალი – როდის გადმოკვეთა საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქემ, როგორ შევიდა ნდობაში აფხაზ ბლოგერთან და საიდან გაჩნდა ნივთიერება, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დაურ ბუავას სიკვდილი გამოიწვია. ბუავას მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებული ქალის შესახებ მათ არაფერი სმენიათ, არ იცნობდნენ და არასოდეს უნახავთ აფხაზ ბლოგერთან. „ასეთი ადამიანი მე დაურთან არასოდეს მინახავს და პირადადაც არ ვიცნობ, ვინ არის. პირველად მესმის მისი სახელი“, – ამბობს მეგობარი. გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის ინტერესების დამცველს შსს-ს ვერსია ნარკოტიკების შესახებ სარწმუნოდ არ მიაჩნია, რადგან ადვოკატის თქმით, გამოძიება ერთ დღეში ვერ დაადგენდა, რამ გამოიწვია დაურ ბუავას გარდაცვალება. უფლებადამცველის თქმით, ისინი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. „როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ არ ვცდები, ეს არის უკრაინის მოქალაქე. როგორც გამომძიებელმა მომაწოდა ინფორმაცია, ეს არის დაურის მეგობარი. თუმცა სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. ის დღეს დილით დააკავეს განსაცდელში მიტოვების მუხლით. ერთი დღით გამოძიებით ვერ დადგინდებოდა ნარკოტიკი მოითხოვეს, თუ ერთად რა გააკეთეს, ამიტომ, უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ უკვე მოძიების პროცესში ვართ ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, როგორც კი გვექნება შესაძლებლობა და დაგამოგვეხმაურება ექსპერტი, ჩავატარებთ ექსპერტიზას“, – ამბობს ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი. დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვიქტორია კილნიუკი კი ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას იზოლატორში ელოდება. მასთან სავარაუდოდ, რამდენიმე საათში შევლენ გამომძიებლები. შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე – განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

საზოგაოდება 29-08-2026, 15:04
რა დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა და რას ამბობენ იმ კორპუსში, სადაც ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე საათის წინ 30 წლის დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს?

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს.

საზოგაოდება 28-08-2026, 18:30
თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს

თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილია 30 წლის დაურ ბუავა. პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. გვიან ღამემდე დიღომში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო. რა გახდა ახალგაზრდა ბლოგერის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს

საზოგაოდება 28-08-2026, 12:01
,,ჩემი ნაბოლარაც აღარ მყავს…” – მასწავლებელს, ნინო გელდიაშვილს მეორე ვაჟიც გარდაეცვალა

,,ჩემი ნაბოლარას პანაშვიდები (იოსებ გელდიაშვილი – ჯოზიკო): 27 და 28 აგვისტო (ხუთშაბათი, პარასკევი). გამოსვენების ადგილი ზუსტდება. პანაშვიდები იქნება შემდეგ მისამართზე დიღომი, საავადმყოფოებთან: ნოდარ ბოხუას ქუჩა 10 (ნავიგაციას უნდა მიუთითოთ 4/6 ან 11, 10 ჯერ ჩაბარებული არაა – საკმაოდ მაღალი მომრგვალებული შენობა უნი New Vision-ის პირდაპირ. ბლოკი ა, სად. 2, მე-3 სართული (სართულის კოდი 8822), ბინა 74 – კოროდორის ბოლოს ხელ-მარცხნივ მუქი რკინის კარები. ამ ფოტოებში, როგორც მითხრეს, მე მესაუბრება”, – წერს მასწავლებელი ნინო გელდიაშვილი.

საზოგაოდება 27-08-2026, 16:49
უმძიმესი ავარია - არის მსხვერპლი, 4 დაშავებული მოზარდი კი კლინიკაში გადაიყვანეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, ერთ-ერთი კი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. როგორც კლინიკა მედალფაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ამ დროისათვის ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმედ ფასდება. “ერთი გარდაიცვალა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, ოთხი მოზარდი კი კლინიკაში რჩება, საშუალო სიმძიმით ფასდება”,- განაცხადეს კლინიკა მედალფაში ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

საზოგაოდება 27-08-2026, 15:35
შორენა ბეგაშვილის შეურაწყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმეს. ბეგაშვილოს კომენტარი

“რამდენი წელი მაბულინგეთ ახლა ჩემი დროა”,- ეხმაურება შორენა ბეგაშვილი მისი შეურაცხყოფის გამო მოქალაქის დაჯარიმებას.დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც შორენა ბეგაშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა

საზოგაოდება 27-08-2026, 12:25
წვიმიან ამინდს ძლიერი ქარიც დაემატება – როდემდე შენარჩუნდება ცუდი ამინდი?

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: „27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგაოდება 27-08-2026, 00:20
ერთადერთი კითხვები არის მისი შეყვარებულის მიმართ... - რას ამბობს ავჭალაში დაღუპული 17 წლის გოგოს ოჯახის ადვოკატი?

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა". შემთხვევა ავჭალის ხიდთან გუშინ საღამოს მოხდა, ამ წუთებში კი ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას დაველოდებით. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მარიამი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. დეიდას უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და მალე მოვიდოდა. არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო. ან უბედური შემთხვევაა ან დანაშაული, მე თვითმკვლელობას ვერ განვიხილავ. მარიამი სახლიდან ვისთან ერთად გავიდა არ ვიცი, ამასაც გამოძიება დაადგენს. ის 17 წლის იყო. თუკი დადგინდა, რომ თვითმკვლელობაა, თვითმკვლელობამდე მიყვანის საკითხზე ვისთან უნდა გვქონდეს კითხვები ვიცით - კითხვები გვექნება მისი შეყვარებულის მიმართ. თუ დადგინდება, რომ ეს თვითმკვლელობამდე მიყვანაა და ეს თვითმკვლელობა იყო, ერთადერთი კითხვები არის მისი შეყვარებულის მიმართ, რომელთან დაშორებასაც ცდილობდა მარიამი და ის ბიჭი თავს არ ანებებდა, ეს იყო ფაქტი. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მარიამი ფსიქოლოგიური ან სხვა სახის სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი, დაახლოებით, ალბათ. გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ და ყველაფერს დაადგენს გამოძიება", - განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

საზოგაოდება 26-08-2026, 22:37
სასტიკი მკვლელობის დეტალები - ყოფილმა პოლიციელმა 38 წლის ქალი, 2 შვილის დედა მოკლა

38 წლის ელი­ნა შენ­გუ­ნი, ორი შვი­ლის დედა, ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტის ავ­ტო­სად­გომ­ზე ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა მოკ­ლა. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 51 წლის ჰუ­სე­ინ დურ­მა­ზი ქალს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ემუქ­რე­ბო­და. მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი დღით ადრე ის ელი­ნას სახ­ლში მი­ვი­და, თუმ­ცა ქალი იქ ვერ იპო­ვა. მე­ო­რე დღეს კი სა­მუ­შაო ად­გილ­ზე - ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტში მი­ა­კი­თხა.შემ­თხვე­ვა 21 აგ­ვის­ტოს, ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტის მე­ო­რე ტერ­მი­ნა­ლის ავ­ტო­სად­გომ­ზე მოხ­და. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ჰუ­სე­ინ დურ­მა­ზი და 38 წლის ელი­ნა შენ­გუ­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ. ელი­ნა ან­ტა­ლი­ის აე­რო­პორ­ტში გა­ყიდ­ვე­ბის კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და და ორი შვი­ლის დედა იყო. თურ­ქუ­ლი მე­დია მას ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ქა­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა წერს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. განაგრძეთ კითხვა

მსოფლიო 26-08-2026, 20:18