Новое на сайте

კადრები ავჭალიდან, სადაც 17 წლის გოგო დაიღუპა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?

ამ წუთებში, ავჭალაში, სადაც 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცნობისთვის, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის გოგო გუშინ, საღამოს გადავარდა. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, “იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა”.

საზოგაოდება 26-08-2026, 18:11
25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული გოგონა, სავარაუდოდ სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მისი ნათესავი გოგონა დაიღუპა: „მარი ჩემი რძლის, ანას დაა! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო… გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ. გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო“. დაღუპული გოგონა მარი ლომიშვილია.

საზოგაოდება 26-08-2026, 11:15
ამდენი ხნის შემდეგ გოგა მანია გურამ დადიანიძის შესახებ დუმილს არღვევს.

ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა. „გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს…“ – ამბობს გოგა მანია. გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება. „ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, – აცხადებს გოგა მანია.

საზოგაოდება 25-08-2026, 17:57
რამდენი ლარით მოიმატებს პენსიები ახალი წლიდან

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიები უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს 2026 წელს მოხდა. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემები იძლევა.სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს და დღეს, 3 აგვისტოს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ექვსი კვარტალის (2025 წლის 4 კვარტალი და 2026 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% 6,2%-ია, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (სექტემბერი 2025 წელი – აგვისტო 2026 წელი) საშუალო ინფლაცია, დიდი ვარაუდით, იქნება მინიმუმ 5,0 %.მაშასადამე, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5,5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით ანუ 20 ლარით გაიზრდება), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარი.აქედან გამომდინარე, 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 390 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია კი 555 ლარი.ცხადია, ხელისუფლებას, შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია პენსიები უფრო მეტადაც გაზარდოს.შეგახსენებთ, რომ საქართველოში 900 ათასამდე პენსიონერია, თითოეული მაღგანის პენსიის 5 ლარით გაზრდისთვის წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონ ლარამდე თანხაა საჭირო, 10 ლარით გაზრდისთვის – 100 მილიონ ლარამდე და ა.შ.წყარო: აიპრესი

საზოგაოდება 24-08-2026, 15:44
“დარეჯანი 17 წლის იყო რომ დაიკარგა, ბიძის სახლიდან შინ წავიდა, მაგრამ გზაში გოგონა გაქრა!” – რას წერს გოგონას დედა?

ოჯახი 2013 წელს დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს ეძებს. ამის შესახებ გოგონას დედა ხათუნა დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს: “დარეჯანი 17 წლის იყო რომ დაიკარგა. პროკურატურამ საქმე გააყალბა და თაროზე შემოდო, დღემდე დაკარგულია დარეჯანიც. სამართალდამცავებმა კი ოჯახის გაჩუმება სცადეს, დღემდე არაა ნაპოვნი დარეჯანი !!! დარეჯან დიასამიძე 2013 წლის აგვისტოში დაიკარგა. ბიძის სახლიდან შინ წავიდა, მაგრამ გზაში გოგონა გაქრა”, – წერს ხათუნა დიასამიძე.

საზოგაოდება 24-08-2026, 14:29
რამ გამოწვია 3 დის გარდაცვალება, რა თქვა ექსპერტიზამ

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში 3 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ნა­ი­რა, დალი და ლო­ლი­ტა რო­გა­ვე­ბი არი­ან. გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი და­ღუპ­ვა საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზა კვლე­ვებს აწარ­მო­ებს და ზუს­ტი მი­ზე­ზი მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. ადგილობრივები “ტვ პირველთან” მომხდარზე საუბრობენ.

საზოგაოდება 23-08-2026, 21:50
სად ნახეს გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში ეძებდნენ?

გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში იპოვეს. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ფე­ის­ბუქ გვერდმა “ბა­თუ­მი / Batumi“ გა­ავ­რცე­ლა, 22 წლის ახალ­გაზ­რდა ზღვა­ში, გა­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი.

საზოგაოდება 23-08-2026, 20:05
შემზარავი ამბავი – ზუგდიდში, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საზოგაოდება 23-08-2026, 15:01
"მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაპოსტა გურამ დადიანიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე" - ანონიმური გვერდი "ნასვამი ჩოჩორი" მიმართვას ავრცელებს

„მოგესალმებით. მინდა გაცნობოთ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაპოსტა გურამ დადიანიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ოსურად სიტყვა "დადგა ჟამი". იმის გამო, რომ ჩემი და ჩემი გუნდის კერძო საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე დავადგინეთ, რომ აღნიშნული ყალბი კახა გელაშვილის გვერდი და ასევე, ნამდვილი კახა გელაშვილის გვერდის IP მისამართები ერთი და იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კახა გელაშვილს ნამდვილად მიუწვდება ხელი იმ ცნობილ ყალბ გვერდზე, რომელიც ასევე კახა გელაშვილის სახელით არის დარეგისტრირებული. ამ ინფორმაციას ასევე ფლობს საგამოძიებო სტრუქტურა როგორც ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილზე, რომელიც 3-4 წელია ატყუებდა გამწარებულ დედას, რომელიც ეძებდა გურამ დადიანიძის საქმეს, რომელიც არის დაახლოებული პირი ბატონ კახა გელაშვილთან.მე და ჩემს გუნდს მიგვიწვდება ხელი მხოლოდ გურამ დადიანიძის ოფიციალურ გვერდზე და ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წასულიყო. თუმცა კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათა კიდევ ერთხელ დააფარონ ხელი ბატონ კახა გელაშვილს და მის შავბნელ გამოუძიებელ საქმიანობებს.დაპოსტვის შემდეგ გავაგზავნეთ ანონიმური შეტყობინება ოჯახთან და ასევე ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან, რომლებსაც ამ შემთხვევაში პოსტის დადებამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ ამ პოსტის დადების შესახებ. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი იყო ოჯახის დახმარება და ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწორი მიმართულებით ჩატარებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ არასწორი მიმართულებით ცდილობენ ამ გამოძიების წარმართვას და კიდევ ერთხელ ჩაფარცხვას. ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს არ ჰქონია ინფორმაცია ჩვენი მოქმედებების შესახებ, ასე რომ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში და იმაზე მოახდინეთ რეაგირება, რა ფაქტებიც გაგაჩნიათ, ჩვენივე მოწოდებული ბატონი კახა გელაშვილის წინააღმდეგ,"- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც Facebook-გვერდი "ნასვამი ჩოჩორი" ავრცელებს. 18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: "მოვიდა დრო". ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: "დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე... პოსტის სოც.ქსელში განთავსება „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა". შსს-ს განცხადებას უპასუხა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, რომელმაც დაწერა: ადამიანმა Facebook-პროფილით - "ნასვამი ჩოჩორი" შემატყობინა, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: "დადგა ჟამი"... სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორის" უკან!!! სქრინებით ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან".

საზოგაოდება 21-08-2026, 12:10
ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი…“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:„2025 წლის ჩანაწერების გაგრძელება!!! ეხება მომავალს 2028 წლამდე !! ძალიან ბევრი ლიდერია ლიკვიდირებული და უდიდესს თამაშს თამაშობენ ხალხის წინაშე… ახალი წინასწარმეტყველებით მოვედი თქვენთან!! ომები ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი!! საქართველო დაცულია!!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი. ბოლომდე ნახეთ!! გააზიარეთ!! ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა და მერე თქვენამდე მოტანა მერწმუნეთ!!! ვერტმფრენი!!!”, – წერს გოგა მანია.

საზოგაოდება 20-08-2026, 18:29