Новое на сайте

VIDEO: ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

“სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია. შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად! ჭაც შემოწმდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ: საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სამივე სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა. გამოძიება გრძელდება და წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი” – ნათქვამია ტარიელ კაკაბაძის განცხადებაში.ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

საზოგაოდება 14-08-2026, 20:55
გაუჩინარების კიდევ ერთი ამოუხსნელი შემთხვევა – რას ყვება ახალგაზრდა ბიჭის დედა?

18 წლის და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის, ზუკა გუ­ლა­რო­ვის ოჯა­ხი ისევ ახალ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს. ბიჭი 2025 წლის, 12 დე­კემ­ბერს გამ­თე­ნი­ას კას­პში, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­ვი­და და მას შემ­დეგ მის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ყველ­გან ჩა­ა­ტა­რეს, კას­პის მიმ­დე­ბა­რედ და ტყის მა­სივ­შიც დიდ­ხანს მი­დი­ო­და მისი ძებ­ნა, მაგ­რამ კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. და­კარ­გუ­ლი გუ­ლა­რო­ვის ოჯახს არ აქვს მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, თუ სად გა­უ­ჩი­ნარ­და 8 თვის წინ მათი შვი­ლი. ჩვენ ზუ­კას დე­დას, ხა­თუ­ნა დუ­და­ურს და­ვუ­კავ­შირ­დით: – ზუკა 2025 წლის 12 დე­კემ­ბერს, ღა­მით, კას­პი­დან, სახ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­ვი­და და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი არ­სად ჩანს. უკვე 8 თვეა მის მო­სა­ძებ­ნად ყვე­ლა­ნა­ირ გზას ვი­ყე­ნებთ. ვე­ძებთ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ვე­ძებთ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ზუკა იმ­ყო­ფე­ბო­დეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე მისი პოვ­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. 8 თვე გა­ვი­და და ზუ­კას ძებ­ნა არც ერთი დღე არ შე­წყვე­ტი­ლა. დღემ­დე არ ვი­ცით, სად არის ჩემი ზუკა და რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ისევ გან­ვა­ახ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სად­მე ნახა, სად­მე შეხ­ვდა ან რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რაც მის პოვ­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლას ვთხოვ, თუნ­დაც ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ფორ­მა­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდეს ჩვენ­თვის და მოგ­ვა­წო­დონ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია. – ღა­მით გა­ი­პა­რა ზუკა სახ­ლი­დან? – 12 რი­ცხვი რომ თენ­დე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2 სა­ათ­ზეა გა­პა­რუ­ლი და წა­სუ­ლი. უწე­სი­ე­რე­სი ბავ­შვია. წიგ­ნე­ბი უყ­ვარ­და ძა­ლი­ან, ტყე­ში და მთა­ში მარ­ტო გას­ვლა მოს­წონ­და და ასეთ რა­მე­ებ­ზე სა­უბ­რობ­და, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ჩემი შვი­ლი სად­მე არის და ცო­ცხა­ლია. ჯო­ჯო­ხეთს გავ­დი­ვართ, სი­ახ­ლე არა­ფე­რი არ არის, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ამ დრომ­დე არ გვაქვს. სა­ერ­თოდ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გეთ. სი­ახ­ლე სამ­წუ­ხა­როდ არ მაქვს. ბავ­შვს ყველ­გან, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვე­ძებთ, რო­გორც ინ­ტერ­ნე­ტით, ისე ფი­ზი­კუ­რა­დაც დავ­დი­ვართ ყველ­გან. არ ვიცი სად მოვ­ძებ­ნო. გუ­შინ გან­ვა­ახ­ლე ეს პოს­ტი იქ­ნებ ვინ­მემ ნა­ხოს, ან ვინ­მემ მოკ­რა თვა­ლი. უკვე არ ვიცი რა ვთქვა. – ამ­დე­ნი ხნის მერე რა­ი­მე ვერ­სია გაქვთ? – მეც აღარ ვიცი რა ვი­ფიქ­რო. რა ხდე­ბა სა­ერ­თოდ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­კარ­გუ­ლი. ჩვენ ცოტა სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. ზუკა თა­ვი­სი ნე­ბით არის წა­სუ­ლი სახ­ლი­დან, არა­და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა ბავ­შვს არ ჰქონ­და. თვი­თონ სახ­ლში, სა­ახ­ლობ­ლო­შიც ბავ­შვი კარ­გად გრძნობ­და თავს, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. სრუ­ლი­ად და­ლა­გე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. სუფ­თა წარ­სუ­ლიც, უბ­რა­ლოდ ბავ­შვს ჰქონ­და თა­ვი­სი სამ­ყა­რო, ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ნა­კი­თხი, უნი­ჭი­ე­რე­სი ბავ­შვია. არ ვიცი რა ვთქვა, დედა რომ ინატ­რებს, ისე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი შვი­ლია ზუკა. ვე­რა­ვის ვერც ხელს ვერ და­ვა­დებ, იმი­ტომ რომ ზუ­კას არ ჰყავ­და არც მტე­რი, არც რამე უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­თან არ გვაქვს საქ­მე. უბ­რა­ლოდ ზუკა თა­ვი­სი ნე­ბით ადგა და სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა. რო­გორც ჩანს, და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და ბავ­შვს, ისეთ რა­ღა­ცას იტყო­და, მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვიკ­ვირ­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ერ­თოდ იცით რა არი­სო? ალ­ბათ ამას გუ­ლის­ხმობ­და ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში. გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ბავ­შვიც არ იყო, ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი, რომ ამას და­ვაბ­რა­ლო. ცოტა სხვა­ნა­ი­რად მსჯე­ლობ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კი­თხვა, წიგ­ნებს კი კი­თხუ­ლობ­და ბევ­რს და ამას ვფიქ­რობ­დი. ჯერ მარ­ტო სამ ენას ფლობს, სულ თა­ვი­სი ნი­ჭით, მე­ცა­დი­ნე­ო­ბით მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს. პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჩა­ა­ბა­რა შარ­შან, თა­ვი­სი ჭკუ­ით, გო­ნე­ბით. არ მი­ტა­რე­ბია რე­პე­ტი­ტო­რებ­თან სა­ერ­თოდ. არ ვიცი, არა­ფე­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი დღემ­დე არ გვაქვს. მე ვარ დედა და მე რომ არ მაქვს ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, სხვას ვის უნდა ჰქონ­დეს. ჩემი გული არ გრძნობს ცუდს და ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლია. არც ცუდს არ ჩა­ი­დენ­და, თავს არ მო­იკ­ლავ­და. – ამ­დე­ნი ხანი ასე და­გე­მა­ლე­ბო­დათ? – არ ვიცი რა ვთქვა. არც ის ვიცი საით ვე­ძე­ბო, სად წა­ვი­დე, რო­მელ მხა­რეს ვე­ძე­ბო იმი­ტომ რომ სულ გა­და­ჩხრე­კი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. სულ მო­ძი­ე­ბუ­ლია ძა­ლი­ან გვერ­დში და­მიდ­გა თა­ვი­დან­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ყველ­გან ეძებ­დნენ, ვერ­სად ვე­რა­ნა­ი­რი კვა­ლი კვა­ლი ვერ ნა­ხეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ძებ­ნა შე­ჩერ­და, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ. ყველ­გან ვე­ძებთ. მე რა გა­მა­ჩე­რებს. ტუ­რე­ბით დავ­დი­ვარ სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ე­ბის ეკ­ლე­სია მო­ნას­ტრებ­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, იქ­ნებ სად­მე იყოს ჩემი შვი­ლი. ახ­ლა­ხან კა­ხეთ­შიც ვი­ყა­ვი, მო­ვი­ა­რე სულ ეკ­ლე­სია მო­ნას­ტრე­ბი. უკვე ესეც არ ვიცი სად წა­ვი­დე. არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ გა­მაჩ­ნია სად გაქ­რა ბავ­შვი ასე უგზო-უკ­ვა­ლოდ. იქ­ნებ ვინ­მე მე­ცხვა­რეს შეხ­ვდა და მთა­ში წა­იყ­ვა­ნა. რას აღარ ვფიქ­რობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე. მე­გობ­რე­ბი არ ჰყავ­და ზუ­კას, უბ­რა­ლოდ სა­ახ­ლობ­ლო, სა­ბი­ძაშ­ვი­ლო, თა­ვი­სი ნათ­ლია და ნათ­ლუ­ლი, ამათ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ყვე­ლა იყო ჩაბ­მუ­ლი მის მო­ძებ­ნა­ში და ამ დრომ­დე არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ გვაქვს. რომ გახ­და სტუ­დენ­ტი, ვკი­თხე დედა, ვინ­მე ძმა­კა­ცე­ბი ხომ არ გა­ი­ჩი­ნე-თქო, დე, რა­ღაც­ნა­ი­რა­დო, ყვე­ლა თა­ვის­თვის არი­სო და რა­ღაც­ნა­ი­რად ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც ვე­რა­ვის და­ვუ­მე­გობ­რდიო, ასე იტყო­და ხოლ­მე სახ­ლში. თბი­ლის­ში ბინა ვი­ყი­დეთ და სტუ­დენ­ტი რომ გახ­და მეც მის გვერ­დით ვი­ყა­ვი, ერ­თად ვი­ყა­ვით სულ და რა გა­მო­მე­პა­რა არ ვიცი. ამას თუ ჩა­ი­დენ­და ჩემი შვი­ლი, მე ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. – ტე­ლე­ფო­ნი არ წა­უ­ღია? – არა ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და, სახ­ლში და­ტო­ვა, გა­მიზ­ნუ­ლად გა­ა­კე­თა აშ­კა­რად. პი­რა­დო­ბას მოწ­მო­ბა და “სქულ ქარ­დი” კას­პში ზე­მოთ არის ცოტა ტყი­ა­ნი ად­გი­ლი, მთა­გო­რი­ა­ნი ად­გი­ლი და იქ ვი­პო­ვეთ. რო­გორც ჩანს იქ გა­და­აგ­დო. პო­ლი­ცი­ას აქვს ეგ პი­რა­დო­ბაც. სულ გა­და­ძებ­ნი­ლია ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მაგ­რამ არ­სად არა­ფე­რია ხელ­ჩა­სა­ჭი­დი. რო­გორც ჩანს, ის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს. ერთი ტან­საც­მლით, ერთი ქურ­თუ­კით და ერთი ბო­ტა­სით წა­ვი­და. ვე­რას­დროს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი შვი­ლი ამას გა­ა­კე­თებ­და. სრუ­ლი იდი­ლია გვქონ­და ოჯახ­ში, ვინც გვიც­ნობს ყვე­ლამ იცის რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს მე და ჩემს მე­უღ­ლეს. ვშრო­მობთ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი არ მოჰ­კლე­ბო­დათ. თბი­ლის­შიც გვაქვს ბინა, ზუკა, სა­ნამ სტუ­დენ­ტი გახ­და, ჩვენ შე­ვი­ძი­ნეთ შვი­ლე­ბის­თვის, ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, რა­ი­მე სა­ეჭ­ვო არას­დროს შე­გიმ­ჩნე­ვია, ბავ­შვი მშვი­დად მი­დი­ო­და, მო­დი­ო­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

საზოგაოდება 14-08-2026, 18:03
გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება! – “მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება”

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საზოგაოდება 14-08-2026, 12:36
ვინ აღმოჩნდა გოგონა, რომელსაც დღეს მატარებელი დაეჯახა და დაიღუპა? – „ზღვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი და უკან რომ ბრუნ­დე­ბო­და…“

ბა­თუმ­ში, ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი არასრულწლოვან გო­გო­ნას შე­ე­ჯა­ხა. 16 წლის გო­გო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა 13 აგ­ვის­ტოს მოხ­და. რო­გორც “ამბებს” წყა­რო უყ­ვე­ბა, გო­გო­ნა სან­დრა შა­რა­ში­ძეა. ის ზღვი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც ტრა­ფე­დია დატ­რი­ალ­და. “მწვა­ნე კონ­ცხზე ცხობ­რობ­დნენ და ზღვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი ბავ­შვი. უკან რომ ბრუნ­დე­ბო­და სა­ვა­რა­უ­დოდ მაგ დროს მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. სან­დრა ერ­ქვა. გო­გო­ნას დე­დამ გა­ი­გო უკვე. მარ­ტო იყო რო­გორც ვიცი, რო­დე­საც ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და,” – განუცხადა წყარომ გამოცემას. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 275 მუხ­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. წყარო: ambebi.ge

საზოგაოდება 13-08-2026, 22:08
დაღუპულია 16 წლის გოგო! – სად დაეჯახა მატარებელი არასრულწლოვანს და როდის მოხდა შემთხვევა?

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. წყარო: “ბათუმელები”

საზოგაოდება 13-08-2026, 19:09
"თავიდან მოვყვები იმას, რაც იყო" - გურამ დადიანიძის მამიდის ინტერვიუ: ნინო დადიანიძე 12 წლის წინ ძმისშვილის გაუჩინარების დღეს იხსენებს

ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი სოციალურ ქსელში მლეთაში, 12 წლის წინ გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის მამიდასთან, ნინო დადიანიძის ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

საზოგაოდება 13-08-2026, 15:06
12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას, სადაც 12 წლის წინ გურამ დადიანიძის კვალი დაიკარგა. ადგილზე სრულად გადაატარეს სპეც მოწყობილობები, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, ახლა კი მიუვალ ადგილებზე მისასვლელად ტრაქტორები შეიყვანეს. გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის, მითხრეს, გულში ისე რომ არ დაგრძეს, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოიყვანდნენ. მეყერის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. წუალი-მსასა ხომ ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე?! ადგილზე დალუქული ჭაა და დღეს მაგასც ვეტყვი – ორმოა და მერე ჭა. ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენა და რატომ? “- აცხადებს დაკარგულის დედა. 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის. გუშინ “პირველებმა” ჩაწერა ანი გელაშვილი, რომელიც 12 წლის წინ გურიკა დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. საქმის მოწმე დარწმუნებულია, რომ გურიკა ციცხალია, ხმა კი რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა დადიანიძეს არ ეკუთვნის.

საზოგაოდება 13-08-2026, 12:33
რას წერს ოჯახის მეგობარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ?

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი და მოდელი ლიზი მოისწრაფიშვილია. იგი ცნობილი ქართველი კინოოპერატორის ლომერ ახვლედიანის შვილიშვილია. სოციალურ ქსელში მას მწუხარებით ემშვიდობებიან: „რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო… მე და დედას ხომ თურქეთში მიგვყავდი, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა შენთვის… რატომ დაგვასწარი, შვილო? რატომ დაგვტოვე ასე მოულოდნელად… ნანა, ჩემო მეგობარო, რა გითხრა… სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამ ტკივილს როგორმე უნდა გაუძლოთ“, – წერს ოჯახის მეგობარი ნანა სარიშვილი. როგორც კომენტარებში წერენ, გოგონა ავად იყო და სამკურნალოდ თურქეთში აპირებდნენ წაყვანას, თუმცა ტრაგედია მანამდე დატრიალდა. წყარო: ჯანმრთელობა

საზოგაოდება 12-08-2026, 21:26
უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი – პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე მაშველები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ამოწმებენ ტერიტორიას.უწყვეტ სამძებრო სამუშაოებს ესწრება დაკარგულის დედაც.ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე.უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მლეთაში გაიგზავნა უწყების 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.შსს-ს წერს, რომ საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.

საზოგაოდება 12-08-2026, 18:47
რა ხდება ამ წუთებში მლეთაში, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები მუშაობდნენ

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გურამ სუჯაშვილის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ. „სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით. მათ შორის, ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით და არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით“, - აღნიშნა მან. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ადგილზე უწყების 50-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ. ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. შსს-ს წერს, რომ საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.

საზოგაოდება 11-08-2026, 18:23